მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის ამოქმედდება სასტუმრო „ამბასადორი გოდერძის“ II შენობა? - კომპანიის პასუხი

637a118c8025d
ვიქტორია მღებრიშვილი
20.11.22 15:44
951
აჭარაში, სამთო კურორტ გოდერძიზე „ამბასადორი ჯგუფის“ მიერ 30 მლნ დოლარის ღირებულების სასტუმრო „ამბასადორი გოდერძის“ სრულად ამოქმედება 2023 წლის ბოლოს, მას შემდეგ იგეგმება, რაც კურორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდება. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიიდან აცნობეს.

„ამბასადორი გოდერძის“ სასტუმრო პროექტი 2 შენობისგან შედგება და მისი პირველი ნაწილი, რომელიც 125 ნომერს აერთიანებს, 2021 წლის მარტში გაიხსნა, ხოლო სასტუმროს მეორე ნაწილის ამოქმედება მიმდინარე წლის სათხილამურო სეზონის გახსნისთვის იგეგმებოდა.  

„ამბასადორი გოდერძი“ მაღალი კლასის სასტუმროა, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე 2021 წლის მარტში გაიხსნა.

სასტუმრო კომპლექსი ორი შენობისგან შედგება, რომლის 1 ნაწილი უკვე მასპინძლობს სტუმრებს. მეორე ნაწილის მშენებლობა დასრულებულია.
ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. სასტუმროს მეორე ნაწილის გახსნა იგეგმება 2023 წლის ბოლოს, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ“, - უთხრეს BM.GE-ს კომპანიაში.

ცნობისთვის: "ამბასადორი ჯგუფმა" 125 ნომრიანი სასტუმრო კურორტ გოდერძიზე 30 მლნ დოლარის ინვესტიციით მეორე ლოქდაუნის გამო 1 მარტს გახსნა, თუმცა მათ ოპერირების დაწყება ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში ჰქონდათ დაგეგმილი. დღეისთვის სასტუმროში 120 ადამიანია დასაქმებული, თუმცა კომპლექსის მეორე კორპუსის გახსნის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 300-მდე, სასტუმროს ნომრების რაოდენობა კი 280-მდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები