მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაჩქარდება სარკინიგზო მოძრაობა - უღელტეხილის ხაზის მშენებლობა წელს უნდა დასრულდეს

გვირაბი რკინიგზა

თბილისიდან ბათუმში მატარებლით ჩასვლას დღეს 5 საათზე მეტი ესაჭიროება. მგზავრობის ხანგრძლივობაზე ყველაზე დიდი გავლენა დღეს აღმოსავლეთ-დასავლეთის საუღელტეხილო მონაკვეთს აქვს, სადაც მატარებლები მაქსიმუმ 30-35 კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდებიან.

საქართველოს რკინიგზის გამტარიანობის გაზრდისთვის 2011 წლიდან მიმდინარეობს მოდერნიზების პროექტი, რომელიც ზესტაფონი-ხარაგაული, მოლითი-ქვიშხეთის ახალი მაგისტრალის გაყვანას ითვალისწინებს. ახალი ხაზი 2019 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა მასზე კვლავ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ დრომდე პროექტის მთლიანი ღირებულება 249 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს ($282 მლნ-ს) შეადგენდა, თუმცა ის დამატებით $17 მილიონი დოლარით გაიზრდება და შესაბამისად ის 299 მილიონ დოლარს მიაღწევს.

პროექტის გაძვირება ქვიშხეთი-ზვარეს 8.3-კილომეტრიანი პარალელური გვირაბების უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვას უკავშირდება, რაც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ხელშეკრულების თავდაპირველ ღირებულებაში არ შედიოდა.

საქართველოს რკინიგზის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განაცხადის თანახმად, პროექტის ღირებულება $17 მილიონი დოლარით გაიზრდება, რაც ქვიშხეთი-ზვარეს 8.3-კილომეტრიანი პარალელური გვირაბების უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვას უკავშირდება. აღნიშნულ სამუშაოებს ჩინური სახელმწიფო კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" განახორციელებს. კომპანიას სამუშაოების დასრულებისთვის ბოლო ვადად 2024 წლის 16 ნოემბერი განესაზღვრა.

საქართველოს რკინიგზის განმარტებით პროექტის სამშენებლო სამუშაოების გაჭიანურება შემდეგმა ფაქტორებმა განაპირობა:

  • 2010 წელს მომზადებულ დიზაინში არ იყო გათვალისწინებული სხვადასხვა დეტალი (დიზაინში მხოლოდ ერთლიანდაგიანი დიდი გვირაბი იყო გათვალისწინებული, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა;
  • გასასწორებელი აღმოჩნდა სხვადასხვა ტექნიკური პარამეტრი, ტრასა გადიოდა დასახლებულ პუნქტებში; რამდენიმე ლოკაციაზე აუცილებელი გახდა ახალი დიზაინის მომზადება);
  • საკანონმდებლო ცვლილებები (მაგალითად: მშენებლობის პერიოდში მოლითის სადგურის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა პროექტი, აუცილებელი გახდა მასშტაბური საპროექტო ცვლილებების შეტანა);
  • გაუთვალისწინებელი მოვლენები (დამატებითი გამოსყიდვები, კოვიდ პანდემია და ა.შ).
  • სამუშაოების შეფერხება გამოიწვია ზვარეში მომხდარმ მეწყერმა, რის გამოც, აუცილებელი გახდა ტრასის მიმართულების შეცვლა და მისი მდინარის მეორე მხარეს გადატანა.