შემოდგომიდან საქართველოში შესაძლოა 12 წელს ზემოთ მოზარდების აცრა დაიწყოს. ამის შესახებ განცხადება დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიზემ გააკეთა.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე საკითხზე საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგანტოს რეკომენდაციას ელოდება.
„ეს მსჯელობა ვადასტურებ, რომ მიმდინარეობს. ამ თვალსაზრისით ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, სადაც ეს საკითხი განიხილება. მოგეხსენებათ, ბევრმა ქვეყანამ საკუთარი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12-დან ზემოთ მოზარდებს ძირითადად „ფაიზერით“ და „მოდერნათი“, რადგან ამ ორ ვაქცინაზე ამ ასაკში კლინიკური კვლევები დიდი ხანია დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტიანია. ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებას. როგორც კი რეკომენდაცია იქნება, რა თქმა უნდა, დავიწყებთ აცრას. ვფიქრობ, შემოდგომაზე თანდათანობით დავიწყებთ ამ ასაკის პირების აცრას“- განაცხადა გამყრელიძემ.




























