მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება გუდაური-კობის გზის საავტომობილო მონაკვეთის გაწმენდა - სააგენტო

61c2fdb8e6081
ვიქტორია მღებრიშვილი
22.12.21 14:56
915
როდის დაიწყება გუდაური-გზის საავტომობილო მონაკვეთის გაწმენდა - ამ კითხვით BM.GE-მ გარემოს დაცვის სააგენტოს მას შემდეგ მიმართა, რაც სოციალურ ქსელში კომპანია „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ყაზბეგში ტურისტების ჩარჩენის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა და გზის გაწმენდითი სამუშაოებისა და გუდაური-კობის საბაგიროს ამოქმედების შესახებ, პასუხისმგებელ უწყებებს ინფორმაციის გავრცელება მოსთხოვა.

პოსტის შემდეგ BM.GE საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებდნენ, როცა გარემოს დაცვის სააგენტოს შესაბამის დასტურს მიიღებენ.

სააგენტოში კი აცხადებენ, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო სამუშაოების დაწყება დღეს გამორიცხულია და გზის გაწმენდა მხოლოდ ამინდის გაუმჯობესების შემდეგ გახდება შესაძლებელი. მათი განმარტებით, ზვავის ჩამოშლის სისტემების ამოქმედება მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდება რაც ჯგუფი ადგილზე შევა და რისკების შეფასება მოხდება.

„ჩვენი ჯგუფი პირველივე წუთებიდან ადგილზეა და ელის გარემო პირობების გაუმჯობესებას, რათა რისკების შეფასება მოხდეს. ახლა ქარია და ფიზიკურად შესვლა ვერ ხერხდება, ამიტომ დღეს გაწმენდითი სამუშაოების დაწყება გამორიცხულია. იქიდან გამომდინარე, რომ ქარი ხვალაც ნარჩუნდება, დამოკიდებული ვართ ამინდის პროგნოზზე. თუ ამინდი მოგვცემს საშუალებას გაწმენდითი სამუშაოები ხვალაც დაიწყოს.

ამ დროისთვის თბილისი-გუდაურის გზის მონაკვეთი გახსნილია, ხოლო გუდაური კობის მონაკვეთი, ჯვრის უღელტეხილამდე - დაკეტილია“, - უთხრეს BM.GE-ის გარემოს დაცვის სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები