საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინის ყველა ძირითად მწარმოებელთან ვაქცინის შეძენაზე მოლაპარაკებები დაწყებულია.
როგორც BM.GE-ისთან საუბრისას ის განმარტავს, მწარმოებლები ამ ეტაპზე კვლავ სახელმწიფოების მომარაგებაზე აკეთებენ აქცენტს, თუმცა ვაქცინაციის კომერციალიზაცია მისი თქმით, მალე მოხდება.
„მოლაპარაკებები ყველა ძირითად მწარმოებელთან დაწყებულია და პროგრესიც შეიმჩნევა, თუმცა მწარმოებელი პირველ რიგში აყენებს სახელმწიფოებს, ამიტომ კომერციალიზაცია ვაქცინების ჯერ არ დაწყებულა. იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინის წარმოება იზრდება ქართულ ბაზარზე კომერციულ ვაქცინას ძალიან მალე ვნახავთ“, - განმარტა ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა.