მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება უკრაინიდან, ყაზახეთიდან და დუბაიდან დაბალბიუჯეტური ფრენები? - განრიგი

60894b377842d
ვიქტორია მღებრიშვილი
29.04.21 00:00
1095
მიმდინარე წლის 27 აპრილს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სამ ავიაკომპანიას - SkyUp Airlines-ს, FlyArystan-სა და Flydubai-ს ოპერირების ნებართვა მიანიჭა. აღნიშნული ავიაკომოპანიები უკრაინიდან, ყაზახეთიდან და დუბაიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას 28 აპრილიდან იწყებენ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული ოპერირების მიმართულებებს და სიხშირეებს ზრდის.

SkyUp Airlines-ი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებებით რეგულარულ რეისებს ხარკოვიდან, ოდესიდან, ლვოვიდან და ზაპოროჟიედან შეასრულებს. ფრენების განხორციელება შემდეგი განრიგით იგეგმება:

• ხარკოვი - თბილისი - ხარკოვი, 29 აპრილიდან 28 ოქტომბრამდე, ყოველ ხუთშაბათს და კვირას;
• ხარკოვი - ბათუმი - ხარკოვი, 28 აპრილიდან 2 ოქტომბრამდე, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს, 27 მაისიდან 3 ოქტომბრამდე ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას;
• ლვოვი - თბილისი - ლვოვი, 1 მაისიდან 2 ოქტომბრამდე ყოველ შაბათს, 2 ივნისიდან 29 სექტემბრამდე კი, ყოველ ოთხშაბათს;
• ლვოვი - ბათუმი - ლვოვი, 29 აპრილიდან 27 მაისამდე, ყოველ ხუთშაბათს, 29 მაისიდან 3 ოქტომბრამდე - ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას;
• ოდესა - თბილისი - ოდესა, 30 აპრილიდან 29 ოქტომბრამდე, ყოველ ორშაბათს და პარასკევს;
• ოდესა - ბათუმი - ოდესა, 2 მაისიდან 23 მაისამდე ყოველ კვირას, 27 მაისიდან 3 ოქტომბრამდე - ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას;
• ზაპოროჟიე - ბათუმი - ზაპოროჟიე, 28 მაისიდან 3 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას.

ამასთან ავიაკომპანია ზრდის რეგულარული რეისების სიხშირეს ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის. შესაბამისად, კიევი - თბილისი - კიევის მიმართულებით 28 მაისიდან 29 ოქტომბრამდე ფრენები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს (ჯამში 10 სიხშირე) დაემატება.

რაც შეეხება ყაზახური ავიაკომპანია Air Astana-ს შვილობილ დაბალბიუჯეტურ FlyArystan-ს, ის საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლას 2 მაისიდან იწყებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შემდეგი განრიგით შეასრულებს:

• ატირაუ - ქუთაისი - ატირაუ, 2 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველ ხუთშაბათს და კვირას;
• აქტაუ - ქუთაისი - აქტაუ, 4 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათს და პარასკევს;
• ნურსულთანი - ქუთაისი - ნურსულთანი, 4 მაისიდან - 28 მაისამდე ყოველ სამშაბათს და პარასკევს, ხოლო 2 ივნისიდან 30 ოქტომბრამდე - ყოველ ოთხშაბათს და შაბათს.

არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Flydubai კი ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას მიმდინარე წლის 12 მაისიდან განაახლებს. ავიარეისები Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

• დუბაი - ბათუმი - დუბაი, 12 მაისიდან 29 აგვისტომდე, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.

ამასთან, ავიაკომპანია დამატებით რეგულარულ ფრენებს დუბაი - თბილისი - დუბაის საჰაერო ხაზზე მიმდინარე წლის 13, 14, 16 და 17 მაისს შეასრულებს.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, - აღნიშნავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები