მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდის დასრულდება საპარტნიორო ფონდის რეფორმა?

60bde7b46963a
ინგა მურუსიძე
07.06.21 14:27
716
უკვე რამდენიმე წელია, დავით საგანელიძე და საქართველოს მთავრობა საპარტნიორო ფონდის რეფორმირების საჭიროებაზე საუბრობენ, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო ფონდის რეფორმირების რეკომენდაციით გამოდის საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. სწორედ IMF-თან შეთანხმებით, "საპარტნიორო ფონდს" საინვესტიციო საქმიანობა წელსაც შეზღუდული აქვს.

აღსანიშნავია, რომ უკვე მესამე წელია, რაც მთავრობა საპარტნიორო ფონდის საქმიანობის მოდელის ცვლილებაზე მუშაობს.  ერთ-ერთ საკვანძო საკითხს საპარტნიორო ფონდის დაფინანსების წყაროზე შეჯერება წარმოადგენს. არაა გამორიცხული, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდეს.

Bm.ge დღეს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს ჰკითხა, თუ როდის დაესმება ამ საკითხს წერტილი.

„ეს მუშა პროცესია და არ არის საკითხი, რომელიც ერთ დღეში შეიძლება დასრულდეს. ეს დაკავშირებულია ძალიან ბევრ რეფორმასთან, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების, რომელზეც ბოლო პერიოდში აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. ეს ასევე იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ერთობლივი მუშაობისას მომდევნო წლებში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ხოლო კითხვაზე, როდის დასრულდება რეფორმა, ფინანსთა მინისტრი პასუხობს: “მე ვადებს ვერ გეტყვით, ერთ კვირაში დასრულდება, თუ ორ თვეში, თუმცა გეტყვით, რომ მუშაობა აქტიურად მიდის“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები