მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდის გაგიგიათ, რომ საპროტესტო აქციაზე დგომის გამო, ვინმე გაგვეშვას? - კახა კალაძე

ქართული ოცნება

თბილისის მერი კახა კალაძე ირწმუნება, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან არავინ გაუშვიათ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სამოქალაქო საზოგადოების მიერ გავრცელებული სიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერიის სამსახურების უფროსები თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით უშვებენ.

მერი განმარტავს, რომ სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ იღებენ, როდესაც დასაქმებულებთან ხელშეკრულებები სრულდება.

„როდის გაგიგიათ, რომ საპროტესტო აქციაზე დგომის გამო, ვინმე გაგვეშვას? ყველაზე კარგი მაგალითი არის ერთ-ერთი პარტიის წევრი, რომელიც დედაქალაქის მერიაში მუშაობს. პოლიტიკური ნიშნით მისი გაშვების სურვილი რომ გვქონოდა, მაგ ადამიანსაც გავუშვებდით. საზოგადოებას არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ ვყოფთ და მით უმეტეს თანამშრომლებს. ვინც გასაშვებია, ყველას გავუშვებთ. როცა ხელშეკრულება სრულდება, ვიღებთ გადაწყვეტილებას - ან ვაგრძელებთ, ან - არა. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღეს სამსახურის ხელმძღვანელებმა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერის, თაია მახარაშვილის განცხადებით, სამსახურიდან გაათავისუფლეს

თბილისის მერიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები