მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო მოხელეები მიერ, "ოცნების" ნაბიჯთან გამიჯვნა სახელმწიფო გადატრიალების ნაწილი იყო - კალაძე

კახა კალაძე

"საბოტაჟის მცდელობა, რომელიც იყო, არ დარჩება პასუხის გარეშე" - კახა კალაძე მერიის თანამშრომლებზე, რომლებიც "ოცნების" გადაწყვეტილებას გაემიჯნენ.

საქმე ის არის, რომ თბილისის მერიის თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებასა და ამ გადაწყვეტილების გამომწვევ მიზეზებს გაემიჯნენ. განცხადების მიხედვით, ხელმომწერებს ეს ნაბიჯი არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ.

"ამ დღეებში იხილეთ, რომ ადგილი ჰქონდა საჯარო უწყებების ჩამოშლის მცდელობას საჯარო მოხელეების საბოტაჟს გზით, რაც სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. ჩვენ ვიხილეთ გავრცელებული პეტიციები, რომელსაც თუ არ ვცდები, მერიის 229 თანამშრომელი აწერდა ხელს. ჩვენ მუნიციპალიტეტში გვყავს 32 000 თანამშრომელი. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ღირსებით, პროფესიონალურად, პატიოსნებით ემსახურება ჩვენს ქვეყანას და ამ ქალაქს.

რა თქმა უნდა, ეს საბოტაჟის მცდელობა რომელიც იყო, არ დარჩება პასუხის გარეშე, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. მერწმუნეთ, ეს ასე იქნება", - განაცხადა მერმა.

რა სამართლებრივი ბერკეტები აქვთ საჯარო მოხელეებს შრომით ურთიერთობებში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები