მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გამოაცხადებს კონკურენციის სააგენტო Usa2Georgia-ს საკითხზე გადაწყვეტილებას?

63bfe750004a7
მარიამ დემეტრაშვილი
12.01.23 15:07
512

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის ამოქმედებიდან დღემდე კონკურენციის სააგენტოში 90-მდე განაცხადი შევიდა. მათგან ყველაზე გახმაურებული კომპანია Usa2georgia-ს წინააღმდეგ წარმოებული საქმეა, რომელთან დაკავშირებითაც კონკურენციის სააგენტოს 15-მა ადამიანმა მიმართა.

სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება თვის ბოლოს გამოცხადდება და თუკი დადასტურდება, რომ ტრანსპორტირების საფასურის გამოთვლის მეთოდის ცვლილებაზე მომხმარებელთა დროული ინფორმირება არ მოხდა, კომპანია ვალდებული იქნება, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და ხარვეზი გამოასწოროს. ლექვინაძის თქმით, დარღვეული უფლებების აღდგენა გულისხმობს მომხმარებლებისთვის ტრანსპორტირებაში ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.

„სამი შესაძლო გადაწყვეტილება შეიძლება დადგეს. პირველი - დაუდგინდეს კომპანიას მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დროული არაინფორმირებულობის გამო. ასეთ შემთხვევაში, კომპანიას ხარვეზის გამოსწორებისა და დარღვეული უფლებების აღდგენისთვის გონივრული ვადა მიეცემა. თუ ეს გონივრულ ვადაში არ მოხერხდა, გამოყენებული იქნება საჯარიმო სანქციები, რომლის ოდენობა იქნება კომპანიის წინა წლის ფინანსური ბრუნვის 2%.

მეორე - შესაძლოა, კომპანიამ ობიექტური გარემოებებით ახსნას ის ცვლილება, რაც მომხმარებლის მიმართ განხორციელდა და გამართლდეს ის. მესამე - საქმის წარმოების პროცესში კომპანიამ შეიძლება თქვას, რომ ის იაზრებს მის მიერ დაშვებულ დარღვევებს და იღებს პირობას, რომ გონივრულ ვადაში აღადგენს მომხმარებლების დარღვეულ უფლებებს. ასეთ შემთხვევაში საქმის წარმოება წყდება და ჩვენ ველოდებით კომპანიის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს“, - თქვა ლექვინაძემ „მთავარის“ პრესკლუბში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები