როდის გამოაცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სსიპ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვაკანტურ პოსტზე კონკურსს? - ამ კითხვაზე პასუხი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილს ისევ არ აქვს.
Bm.ge-სთან საუბრისას ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია ამ პერიოდშიც აქტიურად მუშაობს.
„არ მაქვს ამაზე ზუსტი პასუხი. მესმის, რომ არ ჰყავს <ტურიზმის ადმინისტრაციას თავმჯდომარე>, მაგრამ ძალიან აქტიურად მუშაობს ტურიზმის სააგენტო პანდემიის პერიოდშიც”, - აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.
ცნობისთვის: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური 2020 წლის დეკემბრიდანაა, ანუ მას შემდეგ, რაც მარიამ ქვრივიშვილმა პოსტი დატოვა და "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში გადაინაცვლა, თუმცა რამდენიმე თვეში მან დეპუტატის მანდატიც დატოვა და ამჟამად ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მოადგილეა.




























