მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდის გამოვა ბაზარზე "კრისტალის" ბარათები - "2026 გამოცხადებული გვაქვს გაციფრულების წლად"

ილია რევია 1

11 თვეში მიკრობანკებმა 21.5 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, მათ შორის მიკრობანკის „კრისტალის“ წმინდა მოგებამ 15.1 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ამ დროისათვის მიკრობანკი „კრისტალი“ 680 მილიონი ლარის აქტივებს ფლობს. ბანკის საკრედიტო დაბანდებების მოცულობა ნოემბრის ბოლოსთვის 581 მილიონი ლარი იყო. მიკრობანკში ამჟამად 28.6 მილიონ ლარამდე დეპოზიტები არის განთავსებული.

კრისტალის გენერალური დირექტორის ილია რევიას თქმით, მიკრობანკად ტრანსფორმაცია სტრატეგიულად გამართლებული პროექტი იყო. ბანკი ფოკუსირებას კვლავ ბიზნესსესხებზე აკეთებს და სხვა საბანკო პროდუქტებთან მომავალი წლის დასაწყისში მომხმარებლებს სადებეტო ბარათებსაც შესთავაზებს.

„კრისტალის“ ბარათები უკვე ტესტირების საბოლოო ეტაპს გადის. ველოდებით, რომ იანვრის ბოლოს სადებეტო ბარათებს უკვე შევთავაზებთ ბაზარს და ჩვენ მომხმარებლებს. მომავალი წელი ზოგადად გვაქვს გამოცხადებული გაციფრულების წლად - ეს არის უკვე ციფრული არხები: მობილური ბანკინგი, ინტერნეტ ბანკინგი. აქ აქტიურ ინვესტიციას აკეთებს კომპანია იმისათვის, რომ დავეწიოთ ეტაპობრივად საბანკო სექტორ. მოგეხსენებათ, მიკროსაფინანსოებს ეს შესაძლებლობები არ ჰქონდათ. ასე რომ, მომავალ წელს ბევრ ციფრულ სიახლეს იხილავთ „კრისტალისგან“ - ამბობს ილია რევია.

მისი თქმით, წელს „კრისტალს“ კაპიტალზე ამონაგები 16%-ია და ამ მონაცემებით მიკრობანკი ბაზრის TOP-10 ბანკს შორის მერვე ადგილზეა. მომავალ წელსაც ამ მაჩვენებლის შენარჩუნებაა გეგმაში.

ეს წელი იყო ჩვენთვის ბაზარზე შესვლის წელი. 2026 იქნება ბაზარზე დამკვიდრების წელი. ველით, პორტფელის ზომიერ ზრდას. ვგეგმავთ, საკრედიტო პორტფელის დაახლოებით, 10%-იან ზრდას და ამავდროულად, მეტ აქცენტს გავაკეთებთ, არასაკრედიტო პროდუქტებზე, იქნება ეს ბარათები, გადარიცხვები თუ ციფრული არხები, რომ ყველაფერი კარგად ამუშავდეს და მომხმარებელს შეექმნას პოზიტიური გამოცდილება. კაპიტალზე ამონაგებს ველოდებით დაახლოებით იმავეს- ანუ 16%, რაც პრინციპში საკმაოდ მაღალი ნიშნულიჩვენი საბანკო სისტემისთვის“, - აცხადებს რევია.

აღსანიშნავია, რომ „კრისტალმა“ მიკრობანკის ლიცენზია 12 თებერვალს აიღო. საბანკო პროდუქტების შეთავაზება კი, 16 ივნისს დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები