მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდის განაახლებს ფრენებს Wizz Air-ი? - მარიამ ქვრივიშვილის პასუხი

5f4775f38e538
ინგა მურუსიძე
27.08.20 13:19
9795
"იმედია, ძალიან მალე შევძლებთ, რომ გავზარდოთ ფრენების სიხშირეები", - ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს რეგულარული ავიამიმოსვლა. ოპერირებს „ეარფრანსი“, ასევე, ოპერირებს რეგულარულად „ლუფთჰანზა“ გერმანიიდან და რიგიდან გვაქვს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა. ამასთან, საქართველოს ეროვნული ავიახაზები "ჯორჯიან ეარვეისი" ახორციელებს ჩარტერულ რეისებს, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, შეუფერხებლად ჩამოვიდნენ ქვეყანაში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტებმა მარიამ ქვრივიშვილს ასევე ჰკითხეს, თუ როდიდან განაახლებს ფრენას დაბალბიუჯეტიანი „ვიზეარი“, რაზეც მან შემდეგი პასუხი გასცა:

"ეტაპობრივი გახსნის პრინციპიდან გამომდინარე, თქვენ ხედავთ, რომ სხვადასხვა ავიაკომპანიები ემატებიან ჩვენს საჰაერო სივრცეს და იმედს ვიქონიებთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან მალე შევძლებთ გავზარდოთ ის სიხშირეები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი არ იქნება".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები