მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები? - მინისტრის განმარტება

ამილახვარი

განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შემდეგ, განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელოს სტანდარტი, რის შემდეგაც სახელმძღვანელოების განახლება/გადახედვა დაიწყება.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტანდარტების შემუშავების დასრულების სავარაუდო ვადა მაისია და სახელმძღვანელოების განახლება მიმდინარე სასწავლო წელს არ შეეხება.

„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცებისთანავე განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელოს სტანდარტი და შესაბამისად დაიწყება თითოეული სასკოლო საგნის სახელმძღვანელოს და სასწავლო რესურსების გადახედვა, განახლება და მორგება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან.

ახლა დამუშავების პროცესშია სასკოლო საგნის სტანდარტები, ამიტომ საბოლოოდ ჯერ არაა მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ თითოეული გადაწყვეტილება, მათ შორის ქართულ ენასთან დაკავშირებით, სპეციალისტებთან, მასწავლებლებთან, სასკოლო საზოგადოებასთან იქნება შეჯერებული და მიღებული იქნება ბავშვების საუკეთესო ამოცანებიდან და მომავლის პრინციპებიდან გამომდინარე. დაახლოებით მაისის ბოლოს, როდესაც უკვე დავასრულებთ საგნობრივ სტანდარტებზე მუშაობას, რაზეც გვექნება საჯარო განხილვები, საზოგადოებას წარვუდგენთ და დავამტკიცებთ, ამის შემდგომ იგეგმება უკვე საკმაოდ მასშტაბური და დიდი პროცესი, სახელმძღვანელოების ნაწილი. ეს წლევანდელ სასწავლო წელს ფიზიკურად ვერ შეეხება, ეს დაგეგმილი იქნება მომდევნო სასწავლო წლებზე“,- აღნიშნა მინისტრმა.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა - რას ითვალისწინებს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები