მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდის იგეგმება „თბილისის ბულვარის“ მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპის დასრულება?

თბილისის ბულვარი

„თბილისის ბულვარის“ €250-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის პირველი ფაზის დასრულება 2026 წელს, ხოლო მეორე ფაზის 2027 წელს იგეგმება. ასეთია პროექტის ინვესტორის, „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებლის ნოდარ გიორგაძის გათვლები, რაზედაც მან BMG tv-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ ისაუბრა.

„2026-2027 წლის გეგმა ასეთია - 2026 წლის ბოლოს დასრულდება პირველი კომპლექსი, რომელიც ახლა შენდება, 2027 წელს დასრულდება მეორე კომპლექსი. გარდა ამისა, ამ დროისთვის დასრულებული იქნება კიდევ 2 კომპლექსი და ასევე დასრულდება სკოლის, საბავშვო ბაღის და პოლიკლინიკის მშენებლობა“, - ამბობს „ჯინო ჰოლდინგის“ მმართველი პარტნიორი და განმარტავს, რომ თბილისის ზღვაზე, აკვაპარკ „ჯინო ფერედაისის“ მიმდებარედ მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ტრადიციული მიდგომებით არ შენდება. ის ამბობს, რომ „თბილისის ბულვარის“ განვითარების გეგმის მიხედვით, აქ იქნება ყველა საჭირო დაწესებულება, რომელიც სრულყოფილი ცხოვრებისთვისაა საჭირო.

„ჩვენ არ ვაშენებთ საცხოვრებელ სახლებს, ტრადიციული მიდგომით. ჩვენ კომპლექსის მცხოვრებლებს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სერვისს ვთავაზობთ. თითოეულ კომპლექსში შესვლისას მათ დახვდებათ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს რეცეფცია, რომლის ყველაზე მცირე ფართობი 153 კვ.მ.-ია და 300 კვ.მ.-მდე იზრდება, იქვეა ლობი ბარი, ბავშვთა სათამაშო კუთხეები - ეს ყველაფერი ჩვენ ძვირი გვიჯდება, რადგან საერთო ფართები არ იყიდება და ყველაფერი ძალიან ლამაზი დიზაინით კეთდება. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენს პროექტში შენობებზე განთავსდება მზის პანელები, რადგან ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადები შეღავათით ჰქონდეთ.

„თბილისი ბულვარის“ პროექტის ფარგლებში ჩვენ პირველად ვაშენებთ ავტოპარკინგის სახლი - ეს იქნება 7-სართულიანი შენობა, რომელიც სრულად იქნება გათვლილი 1 200 მანქანაზე. მათ შორის ქვედა სართულებზე შეიძლება სერვისებიც იყოს“, - აღნიშნა ნოდარ გიორგაძემ.

ინვესტორი პირობას დებს, რომ წელიწად-ნახევარში ეს ტერიტორია თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად იქცევა.

„თბილისის ბულვარს“ რაიმე განსაკუთრებული რეკლამა არ უკეთდება, რადგან ამ პროექტს თავისთავად აქვს დადებითი ნიუანსები. უძრავი ქონების შეძენის მსურველებმა, არჩევანი ისე უნდა გააკეთონ, რომ შვილს და შვილიშვილებს ქონება იმ სახით დაუტოვონ, როგორიც შეიძინეს. „თბილისის ბულვარის“ პროექტით წლების შემდეგ გამორიცხულია ამ კომპლექსში რაიმე შეიცვალოს, რადგან დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, აქ ერთ ჯიხურს ვერავინ ჩადგამს. ეს ჩემი თხოვნა იყო.

ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენი ტერიტორიის მიმდებარედ დამატებით დაახლოებით 5 500 მ²-ის მიწა შევიძინეთ, სადაც მოგვიწოდებდნენ, რომ კიდევ ერთი კორპუსი ჩაგვედგა, თუმცა ჩვენ აქ პარკს გავაკეთებთ. პროექტის მიხედვით, შენობების პირველი სართულები - 5 500 მ² მთლიანად რესტორნებს, ბარებს, დასასვენებელ და ბავშვთა გასართობ სივრცეებს ეთმობა. აქ იქნება ბულვარიც, თავისი 800 კაცზე გათვლილი ამფითეატრით, 2 ჰა-მდე ფართობზე ჩანჩქერებით და შადრევნებით, რაც ერთ კომპლექსში იქნება მოქცეული. პირველ რიგში ეს იქნება აქაური მცხოვრებლების და აქ დასვენების მსურველებისთვის იქნება განკუთვნილი. წელიწად-ნახევარი მომიცია იმისთვის, რომ ეს ადგილი თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად გადაიქცეს", - ამბობს "ჯინო ჰოლდინგის" მმართველი პარტნიორი.

"ჯინო ჰოლდინგის" ინფორმაციით, „თბილისის ბულვარის“ პროექტი განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც მკაცრად რეგულირდება და მხოლოდ დაბალი ინტენსივობის განაშენიანებას ითვალისწინებს, რაც თავიდანვე დაუგეგმავ და არათანმიმდევრულ მშენებლობას გამორიცხავს და ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა და მოწესრიგებული ურბანული სივრცის შექმნას. გიორგაძის თქმით, განაშენიანების რეგულაციების მიზანია დაუგეგმავი და არაკოორდინირებული მშენებლობების პრევენცია, რათა შეიქმნას მდგრადი და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურა.

30 ჰექტარზე განაშენიანებული „თბილისის ბულვარი“ როგორც საცხოვრებელ, ისე საინვესტიციო, სავაჭრო, საოფისე, გასართობ და სასტუმრო ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. კერძოდ, „თბილისის ბულვარში“ განთავსდება: მწვანე და კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო გასართობი ინფრასტრუქტურით, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის მოედანი, პადელის და ჩოგბურთის კორტები, ველობილიკები, სავარჯიშო დარბაზი, სკოლა და საბავშვო ბაღი, სავაჭრო და ბიზნესცენტრები საერთო სამუშაო სივრცეებით, სასტუმრო, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი,სამედიცინო კლინიკა, რესტორნები და კაფეები, ბანკი, აფთიაქი და სხვა სამომხმარებლო ობიექტები. პარკინგის დამოუკიდებელი შენობა 1000 ავტომობილზე და კეთილმოწყობილი 8 000 კვ.მ სანაპირო ზოლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები