მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აღდგა ტურიზმი ბრიტანეთიდან, სადაც პირდაპირი ავიამიმოსვლა ჯერ არ განახლებულა

63d50bd0d1b5a
მარიამ ვარადაშვილი
28.01.23 22:30
854
მიმდინარე კვირაში ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც ვიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე. ამასთან, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტს შორის, საიდანაც განხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. სამინისტროს ცნობითვე, დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლაზე ცალკე შეთანხმების გაფორმების საჭიროება ბრექსიტმა წარმოშვა. 

„აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

ამ ეტაპზე საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები არ ხორციელდება. პანდემიამდე ლონდონის მიმართულებით ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან სრულდებოდა, თუმცა Wizz air-ს ლონდონის მიმართულება ჯერ არ აღუდგენია. პანდემიამდე რეისები ლონდონის მიმართულებით თბილისიდანაც სრულდებოდა.

ბრექსიტის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთიდან განხორციელებულ საერთაშორისო ვიზიტებს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ევროკავშირის სტატისტიკაში თვლის. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს აქედან ვიზიტორების რიცხვი მხოლოდ 57%-ით აღდგა.

ამის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნებს შორის დიდი ბრიტანეთი მესამე ადგილზეა და ის მხოლოდ გერმანიასა და პოლონეთს ჩამორჩება. 2022 წელს, ჯამში, ბრიტანეთიდან 21 407 ვიზიტი შედგა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 37 ათას აჭარბებდა. 2021 წელთან შედარებით, ვიზიტების რაოდენობა თითქმის 170%-ით არის გაზრდილი.

დიდი ბრიტანეთიდან  საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები წლების მიხედვით:

2018 წელი - 29 406 ვიზიტი
2019 წელი - 37 478 ვიზიტი
2020 წელი - 5 625 ვიზიტი
2021 წელი - 7 936 ვიზიტი
2022 წელი - 21 407 ვიზიტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები