მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აიღებს მოქალაქე საშვს, თუ თბილისთან ახლოს მიწის ნაკვეთი დასამუშავებელი აქვს?

5ea6b9c6e0eaf
ნინი ლონგურაშვილი
27.04.20 16:35
2198
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე (https://mepa.gov.ge/) განთავსდება აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეებმა უნდა შეავსონ და ამის შემდგომ მიიღებენ საშვს, რომლის მეშვეობით ნაკვეთში გასვლა და უკან დაბრუნება შეეძლებათ, - ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა განაცხადა.  

თენგიზ კალანდაძეს განმარტებით, აღნიშნული აპლიკაციით სარგებლობა ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია, ვისაც ქალაქთან ახლოს ნაკვეთი აქვს.

"დღეს ჩვენ მოვამზადეთ ელექტრონული აპლიკაცია, რომელიც განთავდება ჩვენ საიტზე, სადაც ერთდროულად შეეძლებათ მეწარმეებს, შეავსონ აპლიკაცია საშვის მისაღებად. საშვი იქნება, როგორც ელექტრონული სახით, ასევე ფურცლის სახით. ეს საშვი, რომელიც შეივსება ჩვენს საიტზე არსებული აპლიკაციით, გაიცემა თბილისელებისათვის, რომლებიც გადიან ახლომახლო რეგიონებში, რომელთაც აქვთ პატარა ნაკვეთები და უნდათ მათ მოუარონ და დაბრუნდნენ უკან, ხოლო იმ ჩაკეტილ ქალაქებში - რუსთავში, ქუთაისში და ბათუმში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გასცემს აღნიშნულ ცნობებს ან ელექტრონულ საშვებს.
 
საშვი არა მარტო იურიდიული პირებისთვის, ფიზიკური პირებისთვისაც გაიცემა. ძირითადად დღეს იურიდიულ პირებს აღებული აქვთ ეს საშვები, საშვი სჭირდება მსუბუქ მანქანას და არა M2 ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებას", - აცხადებს თენგიზ კალანდაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები