მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ აისახება "თეთრი სიის" გაუქმება ინფრასტრუქტურულ კომპანიებზე - CIT Georgia-ს შეფასება

სატრანზიტო დერეფანი

სამშენებლო ლაბორატორია Caucasian Infrastructure Technology-ის დირექტორის შეფასებით, “თეთრი სიით” გათვალისწინებული პრეფერენციების გაუქმება კომპანიებს ფუნქციონირებას გაურთულებს.

როგორც კომპანიის დირექტორმა, ტიტე ჯიშიაშვილმა BMG-ის განუცხადა, ამ სიით გათვალისწინებული შეღავათები, მათ შორის ავანსის ნაწილში, ინფრასტრუქტურულ კომპანიებს თანხების მობილიზებაში ეხმარებოდა.

“[თეთრი სიის გაუქმების] საკითხი იმდენად აქტუალურად მეორდება უკვე რამდენიმე შეხვედრაა, რომ ჩემი აზრით, ეს ნამდვილად გადაწყვეტილია. მათი [მთავრობის] ხედვაა, რომ ავანსის მოთხოვნა შემცირდეს. “თეთრი სია” მშენებლისთვის გარკვეულწილად დაკავშირებულია საავანსო მისაღები თანხების გარკვეულ ეკონომიასთან, იმიტომ რომ მათ სჭირდებათ ნახევარი საბანკო გარანტია იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები “თეთრ სიაში” არიან და აპირებენ, რომ მიიღონ ავანსი.

ჩემი აზრით, [“თეთრი სიის] გაუქმება საწყის ეტაპზე ძალიან გაურთულებს კომპანიებს ფუნქციონირებას, იმიტომ, რომ ავანსი ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩართული კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რათა მოახდინოს [თანხების] მობილიზაცია და შეუდგეს საქმიანობას. სავარაუდოდ, ეს ყოველივე, “თეთრის სიის” გაუქმება საწყის ეტაპზევე შეაფერხებს ქართულ კომპანიებს, რომ მათ სრულყოფილად დაიწყონ საქმიანობის შესრულება”, - განაცხადა ტიტე ჯიშიაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პრემიერის და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებელ კომპანიებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი “თეთრი სიის” გაუქმება იყო. რევაზ სოხაძის განცხადებით, ეს საკითხი „მავნე პრაქტიკას უკავშირდება, ამიტომ უნდა გაუქმდეს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები