მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ აპირებს იაპონიის მთავრობა ეროვნული ვალუტის დაცვას?

იაპონიის ცენტრალური ბანკი

იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა იენის კურსის დასაცავად ინტერვენციის შესახებ გაფრთხილებები გაამკაცრა და საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდაზე მიანიშნა.

ქვეყნის ვიცე-მინისტრმა, აცუში მიმურამ განაცხადა, რომ სპეკულაციური ვაჭრობის და იენის გაუფასურების გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლება გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამს. აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც იაპონური ვალუტის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით 160-იან ნიშნულს გასცდა.

იაპონიის ბანკის მმართველმა, კაზუო უედამ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ეკონომიკასა და ფასებზე დიდ გავლენას ახდენს. ამასთან, ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტით გამოწვეულ ინფლაციურ ზეწოლას დიდ საფრთხედ მიიჩნევენ და საპასუხო ზომების მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ექსპერტების შეფასებით, ენერგომატარებლების გაძვირება და სუსტი იენი იმპორტირებული ინფლაციის რისკებს ზრდის. ამიტომ, იაპონიის ხელისუფლება ბაზარზე პირდაპირი ინტერვენციის გარდა, ნავთობის ფიუჩერსებით ვაჭრობაში ჩარევის ვარიანტსაც აქტიურად განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები