ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა იმ ნიშნულამდე, რომელიც 2021 წლის თებერვლის შემდეგ მას არ ჰქონია, რადგანაც გასული სამი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებდა, ხოლო განაკვეთის შემცირება 11%-იანი ნიშნულიდან გასულ წელს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი კომიტეტის შემდეგ გავრცელებულ პრეს რელიზში აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში გაზრდილია გაურკვევლობა როგორც საგარეო ფაქტორების, ასევე შიდა ფაქტორებთან მიმართებით, თუმცა დაბალი ინფლაციის გათვალისწინებით მონეტარული პოლიტიკა მაინც შერბილდა. როგორ ასაბუთებს ამ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი?
სტუმარი: თამთა სოფრომაძე - "ეროვნული ბანკის" მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსი;