მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ჩაიარა “არქის” დიდი ფასდაკლების დღემ?

არქი / დიდი ფასდაკლების დღე

უძრავი ქონების სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი საყრდენია. ამ ბაზარზე არაერთი კომპანია ოპერირებს, რომლებიც მომხმარებელთა გულის მოგებას სხვადასხვა გზებით ცდილობენ.

დეველოპერულ კომპანიებს შორის უნიკალური მიდგომა “არქიმ” აირჩია, რომელიც წელიწადში რამდენიმეჯერ “დიდი ფასდაკლების დღეს” აწყობს, როცა ადამიანებს ბინებს დიდი ფასდაკლებით სთავაზობს.

2024 წლის რიგით მეორე დიდი ფასდაკლების დღეზე “არქის” გენერალურმა დირექტორმა “საქმიან საღამოში” ისაუბრა. შიო ხეცურიანის განცხადებით, 6 ივლისს გამართულ ღონისძიებას 1,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, რომელთაც 114 ბინა შეიძინეს.

“ნამდვილად საინტერესო და გამორჩეული დღე იყო. ახლობლებისა და მეგობრებისგან არაერთი ზარი მივიღეთ, კითხულობდნენ, “არქიში” რა ხდებაო, რადგან ფილარმონიას ფაქტობრივად სრულად ჰქონდა წრე შემოვლებული. ინტერესი განსაკუთრებულად დიდი იყო - ათასზე მეტი ადამიანი მოვიდა და 114 ბინა გაიყიდა. დიდი ფასდაკლების დღე, წელს, სავარაუდოდ, აღარ გვექნება, მაგრამ მომავალ წელს, რასაკვირველია, გვექნება.

ამ დრომდე, ტელევიზორში გვინახავს, რომ სხვა ქვეყნებში, ისევე, როგორც საქართველოში, ასეთი მოთხოვნა საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე და სხვა ნივთებზე ფიქსირდებოდა და ბოლო წლებში, სწორედ ასეთი გარემო იქმნება “არქიში”. შარშან, მოგეხსენებათ, რეკორდი დამყარდა, როცა 151 ბინა გაიყიდა. წელს კიდევ ერთი დიდი ფასდაკლების დღე გვქონდა, როცა დიდი დიდღმის კორპუსებს ეხებოდა - იმ დროს 150 ბინა გაიყიდა. შეიძლება ითქვას, რომ ასეთ დღეებში სტაბილურად კარგ შედეგს ვდებთ”, - განაცხადა “არქის” გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა “საქმიან საღამოში”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები