მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დააყენა ერთმა კომპანიამ ტაქსების ინდუსტრია თავდაყირა? – UBER-ის წარმატების ისტორია

uber

Uber-ი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური კომპანიაა, რომელმაც ტაქსებისა და ტრანსპორტირების ინდუსტრია თავდაყირა დააყენა.

2009 წელს სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კომპანია ამჟამად 70 ქვეყანაში ოპერირებს, 6 მილიონამდე მძღოლს აერთიანებს და 131 მილიონ აქტიურ მომხმარებელს ყოველდღიურად ემსახურება. დაფუძნებიდან დღემდე Uber-ის ტაქსებს 45 მილიარდი შეკვეთა აქვთ შესრულებული, ზოგიერთი მათგანი კი ქვეყნებს შორის მოგზაურობასაც კი მოიცავდა.

Uber-ის შექმნის იდეა გარეტ კემპსა და ტრევის კალანიკს მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ახალი წლის საღამოს ქალაქში მგზავრობისას მათ 800 დოლარის დახარჯვა მოუწიათ. ნაბახუსევიდან გამოსულმა ანტრეპრენიორებმა გააცნობიერეს, რომ ტაქსის სერვისი უბრალო მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით არ მუშაობდა და ტაქსების მძღოლები მგზავრობის ფასებს გარემო-ვითარების მიხედვით აწესებდნენ, ანუ ბაზარზე ოპტიმიზაციის რეალური საჭიროება არსებობდა, Uber-ის მიზანი კი სწორედ ეს გახდა, მას ტაქსის სერვისი უფრო ეფექტიანი და ხელმისაწვდომი უნდა გაეხადა.

ამჟამად Uber-ის გამოყენება მარტივადაა შესაძლებელი, ამისათვის აპლიკაციაში სასურველი ლოკაციის და საბოლოო დანიშნულების ადგილის მითითებაა საჭირო, დანარჩენს კი პლატფორმა თავად უზრუნველყოფს.

ტაქსის სერვისის გარდა, Uber-ის დახმარებით შესაძლებელია ამანათის მიტანა, საკვების გამოძახება, ცხოველის გადაყვანა და სხვა ნებისმიერი სახის ამოცანის შესრულება, რომელიც ავტომობილთან და მძღოლთანაა დაკავშირებული.

მართალია, Uber-ის დაბადების შემდეგ, ბაზარზე სხვა ანალოგიური სერვისის მქონე კომპანიებიც გამოჩნდნენ, თუმცა ის ამ ინდუსტრიის ჭეშმარიტი #ტექლიდერი და პიონერია, რის გამოც ის საფონდო ბირჟაზე 127 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ტაქსების ინდუსტრიაში ის ისევ პირველ ადგილს იკავებს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.