მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ დაეხმარება NATO საქართველოს - სტოლტენბერგის განცხადება

62221c017f012
მარიამ ვარადაშვილი
04.03.22 18:13
5158
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საგარეო მინისტრებთან შეხვდრის შემდეგ საქართველოზეც ისაუბრა და თქვა, რომ შეხვდრაზე განიხილეს პატრნიორების მხარდაჭერის საკითხი, რომლებიც შესაძლოა, რისკის ქვეშ იყვნენ.

“კრემლის ამბიციაა, რომ ხელახლა შექმნას გავლენის სფერო და უარყოს ქვეყნების უფლებები, რომ საკუთარი გზა თავად აირჩონ. მინისტრებმა განიხილეს საჭიროება პარტნიორების მხარდაჭერისა, რომლებიც შესაძლოა, რისკის ქვეშ იყვნენ. მათ შორის საქართველო და ბოსნია და ჰერცოგოვინა”, - განაცხადა მან.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე - კონკრეტულად რა სახის მხარდაჭერას აღმოუჩენენ ამ სახელმწიფოებს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ყველა ქვეყნის მიმართ განსხვავებული მიდგომა განიხილება და დაამატა, რომ გაძლიერდება დახმარების მექანიზმები, რადგან უკრაინის მოვლენების გათვალისწინებით, შესაძლოა, ისინიც რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

“ნატოს წევრები საქართველოს და ბოსნია და ჰერცოგოვინას მხარდაჭერას უზრუნველყოფენ მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ვეხმარებით მათ რეფორმებში, უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერებაში, ასევე გვქონდა საერთო წვრთნები. ასევე, გვაქვს საწვრთნელი ცენტრი საქართველოში. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა აქტივობა გვაქვს. საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, თუმცა საერთო აზრია, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყნებისთვის მხარდაჭერის კუთხით”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები