მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დავიცვათ თავი კიბერთავდასხმებისგან? - ანდრო გოცირიძის პასუხი

ანდრო გოცირიძე

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, ანდრო გოცირიძე BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ბოლო პერიოდში გახშირებული ე.წ. კიბერშეტევების შესახებ საუბრობს.

მისი შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის პირობებში, დღითი დღე იხვეწება და რთული ამოსაცნობი ხდება კიბერთაღლითობების შემთხვევები.

„კიბერთაღლითობებს კამპანიური ხასიათი აქვს და პიკზე გადის ხოლმე, როგორც გასულ კვირას მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის პირობებში, დღითი დღე იხვეწება და რთული ამოსაცნობი ხდება კიბერთაღლითობების შემთხვევები, ამგვარ წერილებს ახლავს ინდიკატორი, რომლის ცოდნაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია.

პირველი, გვთავაზობენ ძალიან კარგ ან ძალიან შემაშფოთებელ რაღაცას. ეს იმისთვის, რომ აღელვების პირობებში ვერ გავაცნობიეროთ რამდენად საფრთხილოა პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა.

მეორე შემთხვევაში, ყველა ამგვარ წერილს გარკვეული ბმული ან დანართი ახლავს, რომელზე გადასვლასაც საჩუქრის სანაცვლოდ გვთხოვენ. ასევე, დროში შეზღუდულობა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რადგან, რეალურად, თუ ნებისმიერი ადამიანი რამდენიმე წუთს იფიქრებს, მიხვდება რომ ანაბარს, ან მემკვიდრეობას არ მიიღებს და ა.შ. მაგრამ, აქ ურგენტულობის შეგრძნებას გვიქმნიან, რომ ეს დღესვე უნდა გავაკეთოთ. და კიდევ ერთი, ქართულ მომხმარებელს აქვს პრივილეგია, რომ რადგან ქართული ენა არ არის დიდი და ფართე, ტექსტობრივად არ არის ხოლმე გამართული. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებთან შედარებით ძალიან დახვეწილი იყო, მაინც გამოიხატებოდა, რომ ქართველები ასე არ ვსაუბრობთ.

პერსონალური მონაცემები, რაც ნომრების ბაზას ეხება კიბერდამნაშავეებისთვის ხელმისაწვდომია. სამწუხაროდ მონაცემების გატეხა ძალიან ხშირია. ზოგ შემთხვევაში კომპანიები ამას ვერც ხვდებიან, რომ მათი მონაცემთა ბაზა გაჟონილია. ამას ვერ ხვდება მომხმარებელიც. დიდი გაჟონვების შედეგად, ინფორმაცია შემდგომ ჰაკერების მიერ სხვადასხვა პლატფორმაზე იყიდება. კიდევ არის განსაკუთრებული ფორმა ფიშინგისა, როდესაც მიზანმიმართული ფიშინგი, როდესაც აკეთებენ ხოლმე სელექტიურად. მაგალითად, ჟურნალისტებისთვის შესაძლებელია საინტერესო იყოს ინფორმაცია აშშ-ში განხორციელებულ ბოლო გასროლაზე. ფიზიკოსებისთვის სიმპოზიუმის ორი ბილეთი შეიძლება იყიდებოდეს და ა.შ.“,- აცხადებს გოცირიძე.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტის ცნობით, კომპანიამ რაც არ უნდა კიბერუსაფრთხოების ზომები მიიღოს, ადამიანური ფაქტორი არის 70-80%, რომ მომხმარებლის შეცდომა მოხდეს. კიბერ სამყაროში ადამიანი ყველაზე სუსტი რგოლია, ვინაიდან, ადამიანს აქვს განცდები, ცნობისმოყვარეობა ამიტომ, კიბერ უსაფრთხოების ზომებში, გარდა ამ ტექნიკური საკითხებისა, ერთ-ერთი მიმართულება თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებაა, რასაც მსხვილი კომპანიები თუ ბანკები ეწევიან ხოლმე.

„რეკომენდაციაა, რომ ნუ მივაბამთ სახელფასო ან მსხვილ საკრედიტო ბარათს, რადგან ჩვენ მთლიან თანხას ვკარგავთ. გვქონდეს ბარათი, რომელზედაც საჭირო თანხაზე ოდნავ მეტი გვექნება, რასაც საყიდლებისთვის ვიყენებთ. ვირტუალური გადახდის საშუალებები არის კარგი, რადგან იქ არ არის ის თანხები, რომელიც შესაძლებელია მოპარული იქნეს. როდესაც საყიდლებზე ვართ, დავაკვირდეთ თუ რა ქსელით ვყიდულობთ რაიმეს. არ შევიძინოთ რაიმე ქუჩის ინტერნეტით, უფასო ვაი ფაით, აეროპორტებიდან, კაფედან და ა.შ. რადგან იქაური WI-Fi-ის ქსელი დაცული არ არის და როგორც წესი, მონაცემებს იქ იმახსოვრებს.

5-15%-მდეა კიბერდანაშაულების გახსნადობა. პრევენციისთვის, თუ მაინც გავებით, კარგი პრაქტიკაა ბანკისა და მეგობრების გაფრთხილება, რადგან კიბერ დამნაშავე როდესაც ჩვენს პაროლს ისაკუთრებს, ჩვენი სახელით ახდენს აქტივობებს“, - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები