მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გადავიდეთ არა ბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე? - ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის დეტალები

6372826178486
ალა ისპირიანი
14.11.22 22:25
790
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გასული კვირის მიწურულს ბიოწარმოებით დაინტერესებულ მევენახეებს შეხვდა. სააგენტოს ინფორმაციით, მევენახეებს შეხვედრაზე ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის დეტალები გააცნეს, რომელთა მეურნეობებში არა ბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის პროცესი მიმდინარეობს.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის ილია თამარაშვილის განცხადებით, ბიოპროდუქტების მიმართ მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე მზარდია, ამიტომ სახელმწიფო ბიოწარმოების ხელშეწყობისათვის შესაბამის პროგრამას ახორციელებს.

მან გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, რომ ნებისმიერი სასოფლო სამეურნეო მიმართულების მეურნეობა, რომელიც არა ბიომეურნეობიდან ბიოზე გადავლას გადაწყვეტს სააგენტო სერტიფიცირების ღირებულების 70% -ში დაეხმარება.

„სრულ ღირებულებათა ჯაჭვს ვუჭერთ მხარს, დაწყებული პირველადი წარმოებით, შენახვით, გადამუშავებით და ბაზარზე წვდომისთვის სხვა და სხვა სერტიფიკატების აღებით, ბრენდირებით თუ გამოფენებში იმონაწილეოს მიღებით. ვფიქრობთ საქართველოს პოტენციალი აქვს, რომ ამ მეურნეობებიდან გარკვეული ნაწილი ბიო გახდეს. შვეიცარიის მაგალითი, რომ ავიღოთ 10-დან 15%-მდე მეურნეობები ბიოა. ნებისმიერი სასოფლო სამეურნეო მიმართულების მეურნეობა, რომელიც გადაწყვეტს, რომ არა ბიომეურნეობიდან ბიოზე გადავიდეს სერტიფიცირების ღირებულების 70%-ში დამვეხმარებით. ასევე, თუ დონორი შემოდის თანადაფინანსებაში 40%-ით დავაფინანსოთ“, - ამბობს ილია თამარაშვილი.

რაც შეეხება არა ბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის პერიოდს, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ მას 3 წელი სჭირდება. მისი თქმით აღნიშნული დრო არც ისე ცოტაა, თუმცა ბიოპროდუქტზე მოთხოვნა იზრდება და მომგებიანია. 

COVID-19-ის პანდემიის შემდეგ უფრო გამოკვეთა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია. ბიოორგანული მეურნეობა და პროდუქცია მნიშვნელოვანია რაციონში და ამაზე, როგორც ადგილზე ისე საერთაშორისო დონეზე მოთხოვნა გაიზარდა. ძირითადად აკეთებენ ხოლმე, რომ მეურნეობის გარკვეული ნაწილი გადაჰყავთ ბიომეურნეობაზე და ერთგვარი დივერსიფიცირება ხდება. არ კარგავენ შემოსავალს, რომ ის კონვერსიის პერიოდი, 3 წელი, მდგრადი იყოს და არ გაუჭირდეთ. სამი წელი ცოტა დრო არ არის და ხარჯიანია ბიო მეურნეობის მართვა. პროდუქტიულობა იკლებს მაგრამ ფასი შედარებით მაღალია და ეს აბალანსებს “, - ამბობს იგი.

რაც შეეხება ანაზღაურების დაწყების პირობებს, ილია თამარაშვილის თქმით ის სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იწყება.

„დაინტერესებულ პირებს პროდუქციაზე ხარისხის ლაბორატორიის დადასტურება სჭირდებათ. სერტიფიკატის გამცემი კი საერთაშორისო დონეზე აღიარებული ორგანო უნდა იყოს. მასერტიფიცირებელი ორგანოა პასუხისმგებელი, რომ მოახდინოს სერტიფიკატის ვალიდურობაის შესაბამისობის ნახვა. ანაზღაურებას კი მას შემდეგ ვიწყებთ რაც სააგენტოსთან ხელშეკრულება გაფორმდება,“ - განაცხადა თამარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები