მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე?

ბერნარ არნო

მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეების რეიტინგში პირველი ადგილი მოდის ინდუსტრიის ტიტანმა, ბერნარ არნომ დაიკავა, რომელმაც სამეფო ტახტი Tesla-ს დირექტორს, ილონ მასკს წაართვა.

Forbes-ის შეფასებით, არნოს ქონება ამჟამად 208 მილიარდ დოლარს შეადგენს, მის მიერ დაფუძნებული LVMH-ის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $420 მილიარდია და ის მოდის ინდუსტრიის უპირობო ლიდერია.

უმდიდრესი მეწარმეების რეიტინგში არნოს დაწინაურება პირდაპირ კავშირშია LVMH-ის ფინანსურ შედეგებთან. როგორც ჩანს, გასული 2023 წელი კომპანიისთვის რეკორდული აღმოჩნდა და მან 93 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც 13%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ასევე რეკორდულად გაიზარდა LVMH-ის მოგებაც, რომელმაც $16.5 მილიარდი შეადგინა.

LVMH-ის პოზიტიური შედეგები, ბუნებრივია, ინვესტორებმა დადებითად მიიღეს და საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულება ერთ კვირაში 16%-ით გაიზარდა. აი, სწორედ ამის ხარჯზე აღმოჩნდა ფრანგი ბიზნესმენი Forbes-ის რეიტინგის სათავეში.

რაც შეეხება არნოს მთავარ კონკურენტს, ილონ მასკს. მისი ქონება მკვეთრად ეცემა და დანაკარგი უკვე აღწევს 30 მილიარდ დოლარს. მასკის დაღმასვლა მისი კომპანიის, Tesla-ს არასახარბიელო შედეგებითაა განპირობებული, რომელსაც მოგების მარჟა 23%-ით შეუმცირდა. სწორედ ამის გამო, Tesla-ს აქციების ღირებულება მიმდინარე წელს 25%-ით დაეცა.

ახლა კი ისევ ბერნარ არნოს რომ დავუბრუნდეთ, მისი გამდიდრება, უმეტესწილად, ჩინეთის ბაზართანაა დაკავშირებული. LVMH-ის შემოსავლების ნახევარი კი სწორედ აზიის ბაზარზე მოდის, სადაც „დიორი“ და „ლუი ვიტონი“ განსაკუთრებით უყვართ. ისე, 1987 წელს პარიზში დაფუძნებული ჰოლდინგური კომპანია ამჟამად 100-მდე ცნობილ და წარმატებულ ბრენდს აერთიანებს, მათ შორისაა: Louis Vuitton, Christian Dior, Fendi, Kenzo, TAG Heuer, Bulgari და Tiffany & Co.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები