ვინ მართავს მსოფლიო ეკონომიკას დღეს? ეს კითხვა ყოველწლიურად სულ უფრო აქტუალური ხდება, რადგან გლობალური ძალთა ბალანსი მუდმივად იცვლება.
მიუხედავად ტექნოლოგიური რბოლის, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და პოსტ-პანდემიური გამოწვევებისა, ლიდერი ქვეყნები მაინც ახერხებენ პოზიციების შენარჩუნებას, თუმცა რეიტინგის პირველ ათეულში ახალი მოთამაშეების დაწინაურება და ძველების ჩამორჩენა პრაქტიკულად გარდაუვალი პროცესია.
ამჯერად წარმოგიდგენთ მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების განახლებულ სიას, რომელიც 2025 წლის მშპ-ის დაზუსტებულ მაჩვენებლებს ეყრდნობა:
- აშშ – $31.8 ტრლნ
- ჩინეთი – $20.7 ტრლნ
- გერმანია – $5.3 ტრლნ
- ინდოეთი – $4.5 ტრლნ
- იაპონია – $4.5 ტრლნ
- ბრიტანეთი – $4.2 ტრლნ
- საფრანგეთი – $3.6 ტრლნ
- იტალია – $2.7 ტრლნ
- რუსეთი – $2.5 ტრლნ
- კანადა – $2.4 ტრლნ




























