მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ გეგმავენ ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიები პანდემიის შემდეგ მუშაობას

5fe37de245911
თათია კაკიაშვილი
23.12.20 22:56
944
როგორ ვიმუშავებთ პანდემიის დასრულების შემდეგ? ალბათ, კონკრეტული ნორმა არ არსებობს და, ამ მხრივ, მაქსიმალური მოქნილობა იქნება საჭირო. კომპანიები კი განსხვავებულ მიდგომებს იყენებენ იმისთვის, რომ სწორად მიმართონ სამუშაო ძალები.

ზოგიერთი ბიზნეს ოპერატორი დისტანციურ მუშაობას ამჯობინებს, ზოგს - ჰიბრიდული მიდგომა ურჩევნია, რაღაც ნაწილი კი ალბათ მომავალშიც საკუთარი ოფისებიდან განაგრძობს საქმიანობას.

CNN-ის ცნობით, მაგალითად, Google-ის თანამშრომლები სამუშაო ოფისებში 2021 წლის სექტემბრამდე არ დაბრუნდებიან და დაბრუნების შემდეგაც კი შესაძლოა ისინი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ოფისებში არ იყვნენ. კომპანია ახლა სამუშაო კვირის მოქნილ მეთოდებს ცდის, საბოლოოდ კი, Google-ის ადმინისტრაცია სავარაუდოდ, 3 სამუშაო დღეზე შეჯერდება, რაც ნიშნავს, რომ თანამშრომლები კვირაში 3 დღის განმავლობაში ოფისიდან იმუშავებენ, დანარჩენ დღეებში კი - დისტანციურად. კომპანია ასევე გეგმავს საოფისე ფართების შეცვლასაც და მეტი აქცენტი ღია სივრცეზე გაკეთდება, რომელსაც ადმინისტრაცია გუნდური შეხვედრებისთვის გამოიყენებს.

სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ კომპანია Reddit-ში კი თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ იქ, სადაც სურთ: ოფისში, სახლში, დისტანციურად თუ ჰიბრიდულად. კომპანიის მენეჯმენტში აღნიშნეს, რომ თუ თანამშრომლები სამუშაო ადგილის გამო გადაადგილებას გადაწყვეტენ, მათი ანაზღაურება არ შემცირდება.

ოქტომბერში Microsoft-ის მენეჯმენტში ითქვა, რომ განიხილება თანამშრომლების სახლიდან მუშაობაც გრაფიკის მოქნილობასთან ერთად. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, Microsoft-ის წინსვლის მიზნებს შორისაა: მენეჯმენტმა მაქსიმალური მოქნილობა შესთავაზოს ინდივიდუალურ სამუშაო სტილს, დააბალანსოს ბიზნესის საჭიროებები და მკაცრად დაიცვას კომპანიის შიდა კულტურა.

Twitter-ში კი აღნიშნეს, რომ იმ თანამშრომლებს, ვისაც სულ სახლიდან მუშაობა სურთ, ამის საშუალება თავისუფლად ექნებათ. “ვირტუალურობა უპირველეს ყოვლისა!” - ეს გადაწყვეტილება კი Dropbox-ს ეკუთვნის, რაც ნიშნავს, რომ თითქმის 3,000 თანამშრომელი იმუშავებს უმეტესად დისტანციურად და ოფისს მხოლოდ კორპორატიული შეხვედრებისა და გუნდური მუშაობისთვის ესტუმრება. სწორედ ამიტომ, კომპანია განაახლებს ოფისებს და ღია სივრცეებს მეტ უპირატესობას მიანიჭებს.

Dropbox-ის მსგავსად, დისტანციურად მუშაობას გააგრძელებენ კრიპტოვალუტის ბირჟის თანამშრომლებიც. ბირჟის აღმასრულებელი დირექტორისგან ყველა თანამშრომელს აქვს ნებართვა, სურვილის შემთხვევაში, დარჩნენ დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე, ხოლო მათ, ვისაც ოფისიდან მუშაობა ურჩევნიათ, არჩევანის თავისუფლება ექნებათ. ამასობაში, ახალ ზელანდიაში კომპანია Unilevel-ის 4-დღიან სამუშაო კვირის ეფექტურობას ცდის, რა თქმა უნდა, სრული ანაზღაურებით. საცდელი პერიოდი 2021 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება. მოდელის გამართლების შემთხვევაში კი, კომპანიაში სამუშაო ძალების გაფართოებაც იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები