მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო სკოლის ექიმების დეფიციტის შევსებას? - გაბუნიას პასუხი

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სკოლებში ექიმის ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს იმდენად დეფიციტური პროფესიაა, რომ სამინისტრო მზად არის პროფესიულ ჯგუფებთან ერთად საკითხის გადაჭრაზე იმუშაოს. ამის შესახებ მან პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტზე გამოსვლისას დეპუტატების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

გაბუნია სკოლებში ექიმების დეფიციტის აღმოფხვრის ერთ-ერთ გამოსავლად ზოგადი პრაქტიკის ექთნების რაოდენობის ზრდას მიიჩნევს.

„სკოლის ექიმის ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მესმის ეს უკავშირდება ერთ-ერთ დეფიციტურ სპეციალობას. როდესაც ვსაუბრობთ ოჯახის ექიმებსა და ამ რაოდენობის პედიატრებზე, რთულია ბაზარზე მოვიძიოთ თავისუფალი კადრი, რადგან ეს კადრი დასაქმებულია და მოთხოვნა ამ სპეციალობებზე ძალიან მაღალია. ოჯახის ექიმსა და პედიატრზე შეზღუდულია მათი კომპეტენციებიდან გამომდინარე, ბავშვებთან, რომლებსაც შეიძლება გარკვეულ გარემოში დახმარება დასჭირდეთ. ჩვენ მზად ვართ დავუბრუნდეთ და დეტალურად გადავიაროთ პროფესიულ ჯგუფებთან ერთად - რამდენად ჩათვლიან მისაღებად პროფესიული კომპეტენციების ფარგლების გაფართოებას სხვა სპეციალობებისთვის. ერთ-ერთი გამოსავალი აქ ზოგადი პრაქტიკის ექთნების რაოდენობის გაზრდა შეიძლება იყოს და საექთნო კანონი, რომელიც ცოტა ხნის წინ ამოქმედდა და მიმართულია იქით რომ ასეთი ზოგადი პრაქტიკის ექთნების კოჰორტა შეიქმნას, რომელიც ამ დეფიციტის დაფარვის შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები