მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იქცა ჰობი წარმატებულ ბიზნესად - „ტოროს ფუტკრები“ - ანა ტორონჯაძე ქალების ნარატივში

როგორ იქცევა ჰობი წარმატებულ ბიზნესად და რა ძალისხმევა სჭირდება ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტის პოზიციონირებას? ჩვენი პირველი სტუმარი, 24 წლის ანა ტორონჯაძე, უკვე 7 წელია, რაც მეფუტკრეობით არის დაკავებული. ყველაფერი 17 წლის ასაკში, ოჯახისთვის ნაჩუქარი რამდენიმე სკით დაიწყო. რადგან საგურამოსთან, სოფელ ბიწმენდში თაფლის დიდი მოცულობით წარმოების ფიზიკური შესაძლებლობა არ იყო, ანამ სტრატეგია შეცვალა და ერთ-ერთი ყველაზე რთული, თუმცა უნიკალური პროდუქტის - ფუტკრის რძის წარმოება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მომხმარებელს ამ პროდუქტზე ინფორმაცია თითქმის არ ჰქონდა, ანამ ციფრული მარკეტინგის დახმარებით საზოგადოების ნდობა მოიპოვა და დღეს მისი გაყიდვების 99% სწორედ სოციალური ქსელებიდან გენერირდება. როგორ ავითარებს ის მეფუტკრეობას და რას სთავაზობს მომხმარებელს ტოროს ფუტკრები?

სტუმარი: ანა ტორონჯაძე - „ტოროს ფუტკრები“, დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები