მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იცვლებოდა ხორცის, კვერცხის, ყველის და სხვა სურსათის საშუალო ფასები ბოლო წლების განმავლობაში?

პენსია ფული

საქსტატმა სოფლის მეურნეობის შესახებ 2023 წლის სტატისტიკური პუბლიკაცია გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში მოცემულია სასურსათო პროდუქტების საშუალო წლიური ფასები 2020 წლიდან 2023 წლის ჩათვლით. საქსტატის მიხედვით, 19-დან 18 ძირითად სასურსათო პროდუქტის შემთხვევაში 2020 წელთან შედარებით ფასები გაზრდილია. მხოლოდ ვაშლის შემთხვევაშია შემცირებული საშუალო წლიური ფასი. კერძოდ, 1 კგ ვაშლი 2020 წელს საშუალოდ 2.92 ლარი ღირდა, 2023 წელს კი 2.73 ლარი გახდა.

რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, მნიშვნელოვნად გაძვირებულია ხორცი. კერძოდ, ძროხის ხორცის საშუალო წლიური ფასი 2020-ში 1 კილოგრამზე 18.69 ლარი იყო, 2023 წელს კი - 23.32 ლარამდე გაიზარდა, ღორის ხორცი - 14.86 ლარი ღირდა, 2023 წელს კი 17.20 ლარამდე გაიზარდა. 1 კგ ქათმის ხორცი 7.33 ლარი ღირდა, 2023 წელს კი მისმა საშუალო წლიურმა ფასმა 9.83 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, 1 ლიტრი ზეთი 4.65 ლარი ღირდა, 2023 წელს კი 6.44 ლარს მიაღწია. ყველი იმერული 11.57 ლარი ღირდა საშუალოდ, 2023 წელს კი მისმა ფასმა 16.79 ლარი შეადგინა.

გაძვირებულია პური, შაქარი, კარტოფილი, ხახვი, ლობიო და თევზიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები