მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის შემოაქვს იმპორტირებული ყველი და ხაჭო, რომელშიც წელს საქართველომ $29.3 მლნ გადაიხადა?

ყველი და ხაჭო

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ხაჭოსა და ყველის იმპორტმა $29.3 მილიონი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27.7%-ით მეტია. იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა, წელს 18.9%-ით გაიზარდა და 5 301 ტონას მიაღწია, მაშინ როდესაც წინა წელს, ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში – 4 456 ტონა იყო.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ხაჭო და ყველი საქართველომ გერმანიიდან შემოიტანა – $5 მილიონის 803 ტონა.

BM.GE-მ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან იმ კომპანიების ჩამონათვალი გამოითხოვა, რომლებიც ყველისა და ხაჭოს TOP იმპორტიორები არიან. 9 თვის განმავლობაში (იანვარი-სექტემბერი) ხაჭოს და ყველის უმსხვილესი იმპორტიორების სია ასეთია:

  1. შპს დიპლომატ ჯორჯია;
  2. შპს ევრო ინვესტი;
  3. შპს ევროპროდუქტი;
  4. შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო (სოფლის ნობათი, ჩუდო, მარგო, რჩეული);
  5. შპს ვ-ჯეო რესტორნები; (ვენდი'ს)
  6. შპს ინტრეიდი;
  7. შპს ლაქტალის ჯორჯია;
  8. შპს სავაჭრო გუნდი;
  9. შპს ჯორჯიან ფუდ ქორფორეიშენი;
  10. შპს ჰავი ლოჯისტიკს.

შენიშვნა: იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები