მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ მიიღეს ინვესტორებმა ისრაელი-ირანის კონფლიქტის დაწყება?

ინვესტორი

ისრაელი-ირანის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე დაღმასვლის დინამიკა შეინიშნება.

ამერიკულ საფონდო ბირჟაზე, სადაც ოფიციალური სავაჭრო საათები ჯერაც არ დაწყებულა, ძირითადი ინდექსების (S&P 500, Nasdaq, Dow Jones) შეფასება საშუალოდ 1.5%-ით არის შემცირებული.

ევროპის მასშტაბითაც ინვესტორების განწყობა ნეგატიურია, რადგან Soxx 600-ის, DAX-ის, FTSE-ის და IBEX-ის ინდექსების ღირებულება საშუალოდ 1-1.5%-ით არის შემცირებული.

ანალოგიურად ნეგატიური განწყობა გვაქვს აზიის რეგიონშიც, სადაც ფალაგმანური ინდექსების შეფასება 1%-ით დაეცა.

კრიპტოინდუსტრიაც მკვეთრ დაღმასვლას განიცდის - ბაზრის საერთო შეფასება 6%-ითაა შემცირებული, ბიტკოინის ფასი 3%-ით შემცირდა, ხოლო ეთერიუმის ფასი 9%-ით დაეცა.

ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის ფასი 105,000 დოლარის ფარგლებშია, ხოლო ეთერიუმი 2,500 დოლარად ივაჭრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები