მესტიის ტურისტულ სეზონს ყოველწლიურად ახლავს უამრავი პრობლემა. ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მხარე, თითქმის ვერც ერთ წელს ვერ ახერხებს საკმარისი რაოდენობის ტურისტების მოზიდვას. ან თუ ახერხებს, შემდგომ უკვე ტურისტების შენარჩუნებაა პრობლემა, რადგან ელექტროენერგიის ხშირი წყვეტა ჯავშნების გაუქმებას იწვევს. გასულ კვირას მესტიაში ელექტრო ენერგიის მოხმარების ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა. ჭარბი მოხმარება, კი მესტიის გადაუჭრელ პრობლემასთან - კრიპტოვალუტის მაინინგთან არის დაკავშირებული. - რა მდგომარეობაა წლევანდელ სეზონზე მესტიაში, რა პრობლემები აქვს ბიზნესს?
სტუმარი: თათია თეთრაშვილი - ბუდე მესტია, ჩაიბუდეს დამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად