მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოახერხეს ქართველებმა საკუთარი ენის ინტეგრაცია Microsoft-ის პროგრამებში

5e425eac9c171
ნათია თაქთაქიშვილი
11.02.20 22:40
1291
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ანბანის არსებობა საუკუნეებს ითვლის, 2015 წლამდე, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ტექსტური შეტყობინებების დროს ლათინურ ანბანს იყენებდა. დღევანდელი მონაცემებით კი, თუკი მომხმარებელი მიმოწერისას ლათინურ ანბანს იყენებს „ცუდი ტონია“. ეს საქართველოში წამყვანი ბანკი TBC-ის დამსახურებაა. ამის შესახებ Microsoft-ის ოფიციალურ გვერდზე წერია.

TBC-იმ პროექტი #წერექართულად 2015 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას. ის რამდენიმე წამოწყებას აერთიანებს, კერძოდ: ელექტრონულ მოწყობილობებში ქართული ანბანის პოპულარიზაციას, ახალი ფონტების შექმნას, ქართულ-ინგლისური ლექსიკონების გამდიდრებას და ა.შ. პროექტის ფარგლებში 30-მდე ქართული ფონტის გაციფრულება მოხერხდა.

აღნიშნული კამპანიის შემდეგ TBC-იმ ახალ გამოწვევაზე დაიწყო მუშაობა. 2018 წელს კომპანიამ გადაწყვიტა ქართული ენის ინტეგრირება Windows OS სისტემაში. იმისთვის, რომ Microsoft-ის პროგრამებში ქართული ენის ინტეგრირება სრულფასოვნად მომხდარიყო, პირველ ეტაპზე მინიმუმ 100 000 წინადადება უნდა თარგმნილიყო. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი საწყის ეტეპზე საკმაოდ რთული ჩანდა, მოსახლეობის დახმარებით, კომპანიამ პროექტს თავი წარმატებით გაართვა.

აღსანიშნავია, რომ TBC-იმ ასევე შექმნა სპეციალური პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყოდა და დააჩქარებდა თარგმანის პროცესს: www.kartulad.ge და ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო ნებაყოფლობით მონაწილეობა მიეღო თარგმნის პროცესში.

პროცესში მოსახელობასთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Microsoft-ის ოფისი საქართველოში, ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია GEOLAB-ი და ელექტრონული წიგნის სახლი SABA. აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 50 000 გადათარგმნილი წინადადება გადასცა პროგრამას.

საქართველოს წამყვან ბანკს TBC-ის განსაკუთრებული როლი ენიჭება ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში. ”ჩვენ მოხარული ვართ, რომ Microsoft- ის მხარდაჭერით შევქმენით ისეთი სისტემა, რომელიც ყველა ადამიანს დაეხმარება ქართულიდან ინგლისურად და პირიქით თარგმნაში. ყველა ქართველი სპიკერი შეძლებს მონაწილეობა მიიღოს კომპიუტერულ პროგრამებში ქართული ენის ადაპტირებაში“, - აღნიშნავენ TBC-ი ბანკში.