მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოხმარდება ელექტროსადგურების ქონების გადასახადი დასახლებების განვითარებას? - მაია მელიქიძის განმარტება

23434

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე ამბობს, რომ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მსჯელობა ელექტროსადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის განაწილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის აღსრულებას შეეხო.

საქმე ისაა, რომ კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და GREDA-მ ერთობლივად მოამზადეს, მარიამ ქვრივიშვილმა GREDA-სთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

მაია მელიქიძემ BM.GE-სთან განმარტა, თუ რა პრინციპით მოხმარდება ქონების გადასახადის თანხები ადგილობრივი დასახლებების განვითარებას. მისივე თქმით, მინისტრისგან არის დაპირება, რომ კანონპროექტის მიღება დაჩქარებულად მოხდება.

"შეხვედრაზე იყო საუბარი კანონის აღსრულების ნაწილზე. მუნიციპალიტეტების ჩართულობაზე ამ პროცესში და მოსახლეობასთან ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე პროექტებთან დაკავშირებით ხედვათა შეჯერება. შემდეგ უკვე მეორე ეტაპი არის საკრებულოს მიერ მიღება გადაწყვეტილების. დაფინანსებასთან დაკავშირებით მსხვილი, საშუალო, მცირე ჰესებთან მიმართებაში საპროცენტო განაკვეთების განსაზღვრა ქონების გადასახადის კონკრეტულ წილთან დაკავშირებით. ზემოქმედების არეალი როგორ უნდა განისაზღვროს, იყო კიდევ განხილვის საკითხი და ამასთანავე, ვთქვათ ის გამოყოფილი თანხის ათვისება თუ ვერ მოხდება კონკრეტული წლის ჭრილში, შემდეგ რომ გადავიდეს შემდეგ წლებზე და არ მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ერთ კონკრეტულ წელს ათვისებული თანხის მაგალითად დაბრუნება, არამედ შემდეგი წლის ბიუჯეტში რომ იყოს გათვალისწინებული.

ქონების გადასახადის გადახდის და დაბრუნების შემდეგ, იქ მცხოვრები ადამიანები ვინც არიან, სადაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, იმ ადგილობრივი თემიდან იქნება წარმომადგენელი, რამდენსაც გადაწყვეტენ, არ არიან ბუნებრივია შეზღუდული. შემდეგ, იმ პროექტს, იმ იდეას, რომელიც აწუხებს მოსახლეობას, ეს შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურული ხასიათის პროექტი, ძირითადად რომელიც უკავშირდება ან გზებს, ან სკოლის ვთქვათ გარემონტებას, ან ბაღის აშენებას, ან ასე შემდეგ, რაც ადარდებთ და აწუხებთ, ის იდეა უნდა გამოიტანონ მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტთან ერთად განიხილავენ და შემდეგ უკვე საკრებულომ უნდა დაამტკიცოს პროექტი თავისი ხარჯთაღრიცხვით. შემდეგ უკვე მუნიციპალიტეტი დაიწყებს მის აღსრულებას, გამოაცხადებს ტენდერს იმ პროექტთან დაკავშირებით, შეარჩევს შესაბამის პასუხისმგებელ პირებს და გადავლენ უკვე კონკრეტული პროექტის განხორციელების ეტაპზე. თუმცა შეიძლება ვთქვათ რომ იმ ერთ წელიწადში ვერ დასრულდეს ხომ ეს პროექტი, ის თანხები რომელიც დარჩება, გადავა შემდეგ წელზე.

ფონდი როგორც ასეთი არ შეიქმნება, მაგრამ აუცილებლად იქნება ჩანაწერი კანონში და შესაბამისად საგადასახადო თვალსაზრისითაც იქნება გათვალისწინებული ის, რომ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხის ქონების გადასახადის კონკრეტული პროცენტი მეგავატებზე მიბმული, რომ მოხმარდება ზეგავლენის არეალში მცხოვრები ადამიანების ინტერესების დაცვას. ეს აუცილებლად უნდა იყოს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული და განვითარებასთან დაკავშირებული",- ამბობს მაია მელიქიძე და დასძენს, რომ კონკრეტულად როგორი იქნება გადასახადის პროცენტული განაწილება პროექტების ზომის მიხედვით, სამინისტროსთან ზუსტდება.

ენერგოობიექტების მიერ გადახდილი ქონების გადასახადთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები