მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება აგრობიზნესისთვის – ყველაფერი, რაც აგროდაფინანსებაზე უნდა იცოდეთ

საქბანკი
05.03.24 15:43
90
სტატიაში საუბარია:

ბოლო წლებში აგრობიზნესის სექტორმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად, მეტად მნიშვნელოვანი გახდა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოება, მდგრადი მეთოდების გამოყენება და წარმოებაში ტექნოლოგიების დანერგვა.

აგრობიზნესი მრავალფეროვან მიმართულებებს ფარავს და შემოსავლიან საქმიანობადაც ითვლება, თუმცა, ამავე დროს, პროცესების ყურადღებით დაგეგმვას, დიდ ძალისხმევას და ფინანსურ რესურსებზე წვდომას მოითხოვს.

ამ სტატიაში გიამბობთ, როგორ შეგიძლიათ მოიპოვოთ დაფინანსება და რა ტიპის რესურსებს გთავაზობთ საქართველოს ბანკი აგრობიზნესით დაინტერესებულებს.

რატომ აგრო კრედიტი?

ფინანსებზე წვდომის მოპოვება ნებისმიერი აგრობიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები დიდ ინვესტიციას მოითხოვს - საჭიროა ნაკვეთი, აღჭურვილობა, ნარგავები, ინფრასტრუქტურა და სხვა. ამასთან, ხშირად აგრობიზნესს სეზონურობა ახასიათებს და ხარჯები და შემოსავლები ერთმანეთს დროში არ ემთხვევა, აგრო კრედიტი კი ამ სხვაობის შევსებაში დიდ როლს ასრულებს.

საქართველოს ბანკი აქტიურად ცდილობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის გაძლიერებას და სამეწარმეო საქმიანობის წახალისებას, სწორედ ამიტომ ფინანსურ ინსტიტუტს აგრო ბიზნესზე ორიენტირებული პროდუქტების ფართო არჩევანი აქვს:

აგრო სესხი დამწყები ბიზნესმენებისთვის

საქართველოს ბანკი საშუალებას გაძლევთ, აგრო ბიზნესი შემოსავლებისა და ბრუნვის დადასტურების გარეშე დაიწყოთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ საშეღავათო პერიოდით, რაც იმას ნიშნავს, რომ 36-დან 48 თვემდე პერიოდის განმავლობაში არ მოგიწევთ სესხის ძირის გადახდა, აგრეთვე შესაძლებელია დაფარვის მოქნილი გრაფიკის შედგენა, რითაც სესხის დაფარვის პერიოდს მოსავლის აღებას მოარგებთ.

დაფინანსება შეგიძლიათ მიიღოთ მრავალწლიანი კულტურების, მათ შორის, ლურჯი მოცვის, თხილის, დაფნის, ვაშლის, ატმის, ვაშლატამას, გოგრა ბალისა და მსხლის ბაღების გაშენებისა თუ მოვლა-პატრონობისთვის.

სტანდარტული აგრო სესხი

ბანკიდან დახმარების მიღების მიზანი მხოლოდ მსხვილმასშტაბიანი პროექტების დაფინანსება არ არის. ცხადია, სესხი ძვირად ღირებული ტექნიკის შესაძენად, მცენარეების დასარგავად ან მეურნეობის მოსაწყობად შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუმცა ბანკი საოპერაციო ხარჯების დაფარვაშიც დაგეხმარებათ, მაგალითად: მუშახელის ანაზღაურებაში, ტექნიკის დაქირავებაში, ხვნა-თესვასა და შეწამვლაში.

შეღავათიანი აგრო სესხი

საქართველოს ბანკი ბიზნესის დასაფინანსებლად მომხმარებელს სპეციალურ პირობებსაც სთავაზობს. მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაზე მოქმედებს 11%-იანი სუბსიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთის ნაწილი სახელმწიფოს მიერ იფარება. (აღსანიშნავია, რომ აგროკრედიტებზე საქართველოს ბანკში მოქმედებს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლარში - 12.25%.)

ასევე, საქართველოს ბანკს აქვს 15%-მდე ქეშბექი საინვესტიციო სესხებზე, რომელიც სოფლის მეურნეობასაც მოიცავს: თუ ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი ინიციატივაში, EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზში ჩაერთვებით, მაშინ ამ შეთავაზებით ისარგებლებთ. უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ ამ ბმულზე.

საქართველოს ბანკი მუდმივად ქმნის პროდუქტებსა და სერვისებს აგრო ბიზნესის დაწყების სტიმულირებისთვის, მომხმარებლებს სთავაზობს ციფრულ შესაძლებლობებს ფინანსებზე გამარტივებული წვდომის მისაღებად და შედეგად - აძლიერებს სოფლის მეურნეობას.