მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს პარლამენტი? - "დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს" ხელმძღვანელის შეფასება

5dcbace95283d
თათია ჩაფიჩაძე
13.11.19 12:00
1093
"პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტი რეგლამენტით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს”, - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში „დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა ციმაკურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მონიტორინგმა აჩვენა, რომ ოქტომბერში დიასპორის საკითხთა კომიტეტს ერთი სხდომაც არ ჩაუტარებია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა კი, მხოლოდ მინიმალური მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც თვეში ორი სხდომის ჩატარებას ითვალისწინებს.

„ოქტომბერში პარლამენტის საქმიანობაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ზოგიერთი კომიტეტის აქტივობა იყო დაბალი. მაგალითისთვის, დიასპორის საკითხთა კომიტეტმა ვერ დააკმაყოფილა რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნა - თვეში მინიმუმ ერთი სხდომის გამართვა, ეს ნიშნავს იმას, რომ აქ არ მუშავდება საკანონმდებლო ინიციატივები დეპუტატების მხრიდან, რაც შეიძლება იმითაც იყოს გამოწვეული, რომ მთავრობის, იგივე მოქალაქეების მხრიდან, გარედან არ შედის საკანონმდებლო წინანადებები, თუმცა მთავარია, რომ დეპუტატებს, ერთი მხრივ, კანონების ინიცირების და მეორე მხრივ, თავიანთი კომპეტენციის სფეროში შემავალი საკითხების ზედამხედელობაზე არ აქვთ სათანადო აქტიურობა. ასევე, არის კომიტეტები, მაგალითად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომელიც წესით ძალიან აქტიურად უნდა მუშაობდეს იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც ქვეყანაშია, თუმცა მან მხოლოდ მინიმალური მოთხოვნა დააკმაყოფილა ანუ თვის განმავლობაში ორი სხდომა ჩაატარა", - განაცხადა ციმაკურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები