მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ მუშაობს SpaceX-ის მრავალჯერადი ბუსტერი? - TECH INFORM

SpaceX

თუკი არსებობს სიტყვა, რომელიც სტარტაპს ყველაზე მეტად შეეფერება, ეს სიტყვა - ინოვაციაა, რადგან ინოვაციურობის, განსხვავებულობისა და რევოლუციურობის გარეშე, კომპანია, რომელსაც, როგორც წესი, არც დიდი ფინანსური რესურსი აქვს და არც ბევრი თანამშრომელი ჰყავს, ბაზარზე ადგილს ვერ დაიმკვიდრებს. სწორედ ინოვაციურობა და რევოლუციურობა იყო ის, რამაც SpaceX-ი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ კერძო კომპანიად აქცია.

ეს ინოვაცია - მრავალჯერადი რაკეტამატარებელის, იგივე ბუსტერის შექმნას გულისხმობს, რომელმაც კოსმოსურ ინდუსტრიაში შეღწევის ბარიერები იმდენად შეამცირა, რომ დღეს, ამ სექტორში ერთბაშად რამდენიმე მილიარდერი იბრძვის, მათ შორის ჯეფ ბეზოსი, რიჩარდ ბრენსონი და სტივ ვოზნიაკი.

ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რაკეტამატარებელი კოსმოსური ხომალდის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ნაწილი იყო, რომელიც ერთჯერადად გამოიყენებოდა, რაც აფერხებდა, როგორც ინოვაციის, ასევე ამ სექტორში ინვესტირების პროცესს.

მრავალჯერადი რაკეტამატარებელი, იგივე ბუსტერი SpaceX-მა წარმატებით 2015 წელს გამოცადა, როცა კოსმოსში Falcon 9-ტიპის რაკეტა გაგზავნა. ეს რაკეტა ორი კომპონენტისგან შედგებოდა: პირველი - მრავალჯერადი რაკეტამატარებელი იყო, რომელშიც მერლინის-ტიპის ცხრა ძრავი იყო დამონტაჟებული და სწორედ მათი დახმარებით გავიდა რაკეტა კოსმოსში. მეორე კომპონენტი კი, მერლინის-ტიპის ერთი ძრავით იყო აღჭურვილი, რომლითაც კოსმოსურმა ხომალდმა მისი დანიშნულება უშუალოდ კოსმოსში შეასრულა.

მას შემდეგ, რაც რაკეტა კონკრეტულ წინასწარ განსაზღვრულ სიმაღლეს მიაღწევს, ის ორ ნაწილად იშლება - რაკეტას ბუსტერები გამოეყოფა, რომლებიც ტრაექტორიას იცვლის და დედამიწისკენ იღებს გეზს. ამ პროცესში, ბუსტერი ტიტანისგან დამზადებულ ოთხ ზებგერით სტაბილიზატორს იყენებს, რომლებიც, რეალურად, აეროდინამიკური ფრთების ფუნქციას ასრულებს და ბუსტერს მანევრირებაში ეხმარება.

დედამიწის ატმოსფეროში შესვლისას, ბუსტერი, ცხადია, კოლოსალურად მაღალ წვას და წინაღობას განიცდის, რაც მანევრირებას ართულებს, მაგრამ ამ დროს, პროცესში ბუსტერის ძრავები ერთვება, რითაც ის სასურველ სიჩქარეს აღწევს.

მთელი ეს პროცესი კი, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იმართება, ანუ სხვა ყველა უპირატესობასთან ერთად, SpaceX-ის მრავალჯერადი ბუსტერები, წარმოუდგენლად ჭკვიან ტექნოლოგიას იყენებს, რაც ამცირებს, როგორც ხარჯებს, ასევე მთელ ამ პროცესს უფრო დაცულს ხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები