მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს Wempler-ის საგარანტიო სერვისი?

Wempler

Wempler-ი ქართული ტექნოლოგიური აპლიკაციაა, რომელიც ორი ტიპის ადამიანს აკავშირებს - იმათ, ვისაც დავალებების შესრულება სჭირდებათ და მზად არიან, ამისთვის თანხა გადაიხადონ და იმათ, ვისაც კონკრეტული სერვისის შესრულებით თანხის გამომუშავება სურთ. ამ დროისთვის, Wempler-ზე დავალებებს ხუთი ათასზე მეტი ვერიფიცირებული ადამიანი და 70-ზე მეტი კომპანია ასრულებს.

გამომდინარე იქიდან, რომ დავალებების შემსრულებლები ფრილანსერები არიან, რომელთაც კომპანიასთან ხელშეკრულება არ აკავშირებთ, ჩნდება კითხვა - რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ Wempler-ის მიერ დავალების შესრულების დროს დაზიანდა კონკრეტული ნივთი, რომლითაც დავალება სრულდება, მაგალითად ავტომობილი, თუ Wempler-ის ვიპოვეთ ადამიანი, რომელიც მას გარეცხავს ან თავად დავალება არის არაჯეროვნად შესრულებული. ამ და სხვა თემებზე BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში Wempler-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, ალექსანდრე თავხელიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევებისთვის კომპანიას საგარანტიო სერვისი აქვს გათვალისწინებული.

ასეთი შემთხვევებისთვის ორი ბერკეტი გვაქვს: Wempler-ის კაპიტალი და დაზღვევა. ყოველწლიურად კონკრეტული მოცულობის თანხას გამოვყოფთ, რომლითაც ასეთი ტიპის ხარვეზები უნდა აღმოვფხვრათ, მაგრამ ამას გარდა, სადაზღვევო კომპანიასთან ვპარტნიორობთ, რომელიც პასუხისმგებლობის დაზღვევის სერვისს გვაწვდის. სწორედ სადაზღვევო კომპანიაა პასუხისმგებელი ნებისმიერი დავალების შემთხვევაში, მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ იმ მომენტში, სადაზღვევო კომპანია ხელმისაწვდომი არ არის, რაც არასდროს ხდება - არსებობს Wempler-ის კაპიტალი, რომლითაც დავალებებს სრულად ავანაზღაურებთ”, - განაცხადა ალექსანდრე თავხელიძემ TECH INFORM-ში სტუმრობისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები