მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ნაწილდება ევროპარლამენტის 720 მანდატი? - საპროგნოზო მონაცემები

ევროპარლამენტის არჩევნები

საპროგნოზო მონაცემებით, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად ლიდერობას "ევროპის სახალხო პარტია" (EPP) ინარჩუნებს, რომელზედაც 185 მანდატი მოდის.

მეორე ადგილზეა “სოციალისტებისა“ და “დემოკრატების" ბლოკი (S&D), 137 მანდატით, ხოლო მესამეზე - "განაახლე ევროპა" (Renew Europe) 80 მანდატით.

არჩევნები, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მოსახლეობა ევროპარლამენტის 720 წევრს ირჩევს, 6-9 ივნისს მიმდინარეობდა. არჩევანი დაახლოებით 185-მა მილიონმა მოქალაქემ დააფიქსირა.

არჩევნების შედეგების გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და საფრანგეთში ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

ეროვნულ და ევროპულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები