კავკასიის უნივერსიტეტი, რომელიც მისი დამფუძნებლისა და პრეზიდენტის განცხადებით დღეისთვის 900 სამუშაო ადგილს ქმნის მომდევნო წლებში თბილისსა და ბათუმში ახალი კამპუსების, სკოლისა და საერთო საცხოვრებლის, გურჯაანში კი პროფესიული კულინარიული სასწავლებლის გახსნას გეგმავს. ახალი პროექტები თავისთავად ახალ სამუშაო ადგილებს გულისხმობს. ბოლო პერიოდში კი ეკონომიკის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები კვალიფიციური მუშახელის დეფიციტზე საუბრობენ. აქედან გამომდინარე გადაცემა #რედაქტ2-ში კახა შენგელიას ვკითხეთ - როგორ უმკლავდება კავკასიის უნივერსიტეტი აკადემიური პერსონალის მოძიებას და დასაქმებას.
კახა შენგელია ამბობს, რომ ეს მარტივი პროცესი არ არის და უნივერსიტეტში ამ სირთულეს სამი გადაწყვეტით პასუხობენ:
„აკადემიური პერსონალის მოძიება მარტივი არ არის. ჩვენ ამისთვის სამი გზა გვაქვს. პირველი ეს არის ჩვენი სადოქტორო პროგრამები. 4 სადოქტორო პროგრამა გვაქვს, რომლის კურსდამთავრებულები ჩვენთან საქმდებიან; მეორე - ვეძებთ ქართველებს უცხოეთში, ვინც სადოქტოროზე სწავლობს და მათ წამოყვანასაც ვახერხებთ და საქართველოში მოგვყავს სამუშაოდ; მესამე - ადგილობრივ ბაზარზე ვეძებთ ახალგაზრდებს, ვზრდით და შემდეგ ვასაქმებთ“, - ამბობს კახა შენგელია.
ცნობისთვის, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსში 3-4 ათასი სტუდენტის მიღება, თბილისში კი 2-3 ათასი სტუდენტით გაზრდას იგეგმება. თბილისის, ბათუმის და გურჯაანის საგანმანათლებლო პროექტებზე ჯამში 500 მლნ დოლარის ინვესტირებაა დაგეგმილი.