მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ სამსახურებს ეძებენ ამერიკელები Google-ში ყველაზე ხშირად?

გუგლში ძიება
სტატიაში საუბარია:

ამერიკელები განსაკუთრებით ინტერესდებიან ისეთი სამსახურებით, რომლისთვისაც მხოლოდ ბაკალავრის ხარისხიც საკმარისია. ამასთან სამუშაო პირობები მოქნილია და არც ანაზღაურებაა დაბალი.

2023 წელს Google Trends-ის მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტჯერ, გუგლში ისეთი სამუშაოები მოძებნეს, რომლებსაც განათლების ხარისხი არ სჭირდება. ძიების რაოდენობამ მაქსიმუმს მიაღწია.

Google-ის კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელებს ყველაზე მეტად აინტერესებთ სამუშაოები, რომლებიც დასაქმებულს მოგზაურობის შესაძლებლობას, მოქნილ გრაფიკს და იმ გზას სთავაზობენ, რომელსაც თანამშრომელი დაწინაურებამდე - უფრო კონკრეტულად კი უმაღლეს პოზიციამდე მიჰყავს.

Google Trends-ის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით ყველაზე ხშირად Google-ში შემდეგი პოზიციები მოძებნეს:

უძრავი ქონების აგენტი

ნოტარიუსი

სამოგზაურო აგენტი

სამივე პროფესია მინიმუმ საშუალო სკოლის განათლებას მოითხოვს, თუმცა ამის მიღმა ამ მიმართულებების ათვისებას სხვა ფორმალური განათლების მოთხოვნები არ აქვს. CNBC-ის ინფორმაციით, ნოტარიუსად ან უძრავი ქონების აგენტად მუშაობისთვის, აშშ-ში სერტიფიკატი ან იმ შტატში ოფიციალური ლიცენზიაა საჭირო, სადაც პირი დასაქმებას აპირებს. ამ პროცესს საშუალოდ 1-9 თვემდე პერიოდი სჭირდება.

რაც შეეხება ტურისტულ აგენტებს, დასაქმებისთვის მათ საშუალო სკოლის დიპლომი და სხვადასხვა ტრენინგის გავლას სთხოვენ.

Google-ს საძიებო ველში 2023 წელს ყველაზე ხშირად ეძებდნენ ისეთ მაღალანაზღაურებად სამუშაოებს, რომლებსაც დიპლომი არ სჭირდებათ.

გამოცემის ინფორმაციითვე, აშშ-ში ტურისტული აგენტების საშუალო წლიური ანაზღაურება $39,955-ია, ხოლო უძრავი ქონების აგენტები წელიწადში საშუალოდ $86,356 გამოიმუშავებენ, ნოტარიუსები $129,717-ს. თუმცა, უძრავი ქონების აგენტებისა და ნოტარიუსების ტოპ 10%-ს 100 000 და 200 000 დოლარზე მეტი შემოსავალი აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები