მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

როგორ შეიცვალა ბოლო 12 თვეში ეკონომიკური სიტუაცია? - IRI-ს კვლევის შედეგები

ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად გაუარესდა - ასეთია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივის აზრის კვლევის შედეგები.

კითხვაზე - როგორ შეიცვალა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია, გამოკითხული მოქალაქეების 31% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად გაუარესდა, 30%-ისთვის ძალიან გაუარესდა, 26%-ისთვის იგივე დარჩა.

აღსანიშნია, რომ მოსახლეობის მხოლოდ 1% ფიქრობს, რომ ბოლო წელში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

კითხვაზე - როგორ აღწერდით მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას თქვენს შინამეურნეობაში/ოჯახში, შედეგები ასე გადანაწილდა: მოსახლეობის მხოლოდ 2% ამბობს, რომ იგი ძალიან კარგია; 48%-ისთვის გარკვეულწილად კარგია, 35% ამბობს, რომ გარკვეულწილად ცუდია, ხოლო 16% თვლის, რომ ძალიან ცუდი. კითხვაზე პასუხი არ იცის ან არა აქვს მოსახლეობის 1%-ს.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა IPM-მა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები