მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგენტების კანონის გაწვევა, რეფორმები ცესკოში... – IRI-ს შეფასება და რეკომენდაციები

IRI

IRI-ის პრეზიდენტის დენ თვინინგის განცხადებით, 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობამ უპრეცედენტო პოლიტიკური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ცვლილებები განახორციელა, რომელიც პოლიტიკურ კონკურენციას ზღუდავს. „ამგვარი მანიპულაციები არჩევნებამდე საარჩევნო სუბიექტებისთვის არათანაბარ სივრცეს ქმნის“, - განაცხადა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა IRI-ის და NDI-ის ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში მე-11 საპარლამენტო არჩევნები სამი ძირითადი გამოწვევის ფონზე გაიმართა: ევროკავშირისკენ სვლა, პოლიტიკური კავშირების ჩამოყალიბება და რეგიონის მასშტაბით მნიშვნელოვანი არასტაბილურობა.

დენ თვინინგმა აღნიშნა, რომ მათი მისია საარჩევნო პროცესის გარდა თვალყურს ადევნებს 9 პუნქტის შესრულებას „რომელიც ზუსტად უკავშირდება გამჭვირვალე, ინკლუზიური საარჩევნო პროცესების განხორციელებას“.

IRI-ს პრეზიდენტმა ის რეკომენდაციები წარმოადგინა, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს საქართველოს ხელისუფლების მიმართ აქვთ:

  1. საქართველოს პარლამენტმა უნდა გაიწვიოს "უცხოური გავლენის აგენტის შესახებ" კანონი. ამ კანონის მიღება საფრთხეა ფუნდამენტური თავისუფლებისთვის, რომელიც ავიწროებს სივრცეს დამოუკიდებელი მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ქმნის შიშით დატვირთულ გარემოს და ზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას.
  2. ცესკომ უნდა განახორციელოს რეფორმები იმისთვის, რომ კომისიების დონეზე პოლიტიკური წარმომადგენლობა დაბალანსდეს კომისიის ყველა დონეზე.
  3. ცესკოს წევრების დანიშვნაში შეტანილი ცვლილებები, ასევე კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე დანიშვნის გაუქმება, ასევე მათი უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პროცესი იმას ნიშნავს, რომ ადამიანები არ ენდობიან ცესკოს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
  4. ცესკომ უნდა გააუქმოს საცხოვრებელ ადგილთან მიბმული კრიტერიუმები, რომლებიც ადამიანებს ხელს უშლის იმის გადაწყვეტაში თუ სად მისცენ ხმა. ცესკომ უნდა გამოიყენოს ერთგვაროვანი ბიულეტენი და პროცედურა, რომელიც ბიულეტენის ვალიდურობას ნებისმიერ არჩევნებზე შეაფასებდა იმისთვის, რომ თანასწორობა და ერთგვაროვნება იყოს უზრუნველყოფილი და ასევე იმისთვის, რომ ამომრჩეველს ინფორმაციის მიღება გაუმარტივდეს.
  5. კომისიის და უბნის თავმჯდომარეები უნდა დაექვემდებარონ დროებით შემოწმებას, იმისთვის რომ ყველა დარწმუნდეს, რომ მათ არ აქვთ მიღებული რაიმე სარგებელი მიღებული მთავრობიდან ან რამე კონტრაქტი გაფორმებული 6 თვიანი ვადით. პარტიულმა მიკუთვნებამ და მხარდაჭერამ შეამცირა ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ.
  6. პარლამენტმა უნდა განახორციელოს მოქალაქეთა პოლიტიკური ერთობის კანონის რეფორმა, იმისთვის, რომ შესაძლებელი გაცდეს კოალიციების შეკვრა. ბლოკების შექმნამ შეამცირა მედიების წვდომა და ხელი შეუშალა არჩევნებს, ამან შექმნა საბოლოო ჯამში არათანასწორი საარჩევნო გარემო.
  7. ცესკომ უნდა აკრძალოს ვიდეოჩამწერი მოწყობილობების გამოყენება უბნებზე იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაშინების გარემო.
  8. სასამართლომ და საგამოძიებო უწყებებმა უნდა გადახედონ გამოძიების პროცედურებს და სასამართლო განხილვის პროცესებს, რომელიც უკავშირდება საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ დავებს
  9. ხოლო ოპოზიციურმა პარტიებმა და მოქალაქეებმა შესაბამის უწყებებში საჩივრების შეტანა უნდა შეძლონ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საჩივარი დროულად არ ყოფილა გამოძიებული და განხილული.
  10. ცესკომ მყისიერი ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი, დაცული გარემო უბნის დონეზე. უფლებამოსილი და არაუფლებამოსილი ადამიანების სიჭარბე როგორც უბანზე, ასევე უბნის გარეთ ქმნის ქაოსს და ქმნის შიშით და ზეწოლით დატვირთულ გარემოს, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს კერჭისყრის ფარულობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები