მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა მოქალაქეს, რომელიც წახალისებული ძალადობის სამიზნე გახდა -IRI

IRI

"ვგმობთ, ბოლო დროს გახშირებულ, კოორდინირებულ ძალადობის ფაქტებს და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ თითოეული ძალადობის ფაქტი" - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობა წერს.

IRI განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს გია ჯაფარიძეს, რომელსაც გუშინ, გვიან ღამით საკუთარ სახლთან დახვდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს წარმომადგენლობა მხარდაჭერას უცხადებს გია ჯაფარიძეს და ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც წახალისებული ძალადობის სამიზნე გახდა.

გია ჯაფარიძე ჩვენი ქვეყნის გამორჩეული პროფესიონალია. კარიერული დიპლომატის მიღწევებთან ერთად, გია სტუდენტებისთვის განსაკუთრებულად საყვარელი ლექტორი და მკვლევარია. IRI საქართველოს გუნდი ვამაყობთ გია ჯაფარიძესთან მრავალწლიანი პროფესიული თანამშრომლობით და მეგობრობით.

ჩვენ ვგმობთ, ბოლო დროს გახშირებულ, კოორდინირებულ ძალადობის ფაქტებს და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ თითოეული ძალადობის ფაქტი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მხარდაჭერას უცხადებს გია ჯაფარიძეს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც საქართველოს უკეთესი, ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის"- - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, ასევე საკუთარ სადარბაზოსთან სცემეს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ჩიქოვანი. საკუთარ უბანში უცნობი პირები გაუსწორდნენ აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს. საცხოვრებელ სახლში დაშინების მიზნით მიაკითხეს დედაქალაქის საკრებულოს წევრს, გოგა ონიანს.

შსს-ს ამ დრომდე არც ერთი დამნაშავე არ დაუკავებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები