მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა მედიკამენტების ფასი ერთ წელში

61c9523fbb1c8
თათია კაკიაშვილი
28.12.21 00:12
1459
არასტაბილური ვალუტის კურსი, გაზრდილი საოპერაციო ხარჯები და კონკურენცია - ეს ის ძირითადი მიზეზებია, რომელთაც სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლები წლის განმავლობაში მედიკამენტების ფასნამატზე საუბრისას ასახელებენ. როგორც bm.ge-ის სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში განუცხადეს, მომხმარებლისთვის ლოიალური პირობების შესაქმნელად ცდილობენ რიგ მედიკამენტებზე, ძირითადად, კი ქრონიკულ პრეპარატებზე ფასდაკლებები დააწესონ, თუმცა - პროდუქტზე ფასნამატი მომხმარებლის ბიუჯეტს მაინც მნიშვნელოვნად ეტყობა.

„ბოლო 1 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვნად შეიცვალა ვალუტის კურსი და ყველა პროდუქტი გაძვირდა“, - ამის შესახებ PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნათია ხაბეიშვილმა განაცხადა. ცნობისთვის, PSP-ს ტოპ მოთხოვნად თითქმის ყველა წამალზე 1 წლის განმავლობაში საწყისი ღირებულება გაზრდილია:

1. აუგმენტინი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 25,55ლ; დღეს ღირს - 27,35ლ.
2. ბეტალოკი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 32,05ლ; დღეს ღირს - 36,30ლ.
3. ვანსეარი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 81,15ლ; დღეს ღირს - 89,25ლ.
4. კოპლავიქსი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 70,9ლ; დღეს ღირს - 77ლ.
5. კრესტორი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 148,5ლ; დღეს ღირს - 166ლ.
6. ნებილეტი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 22,88ლ; დღეს ღირს - 25,35ლ.
7. პუროქსანი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 51,6ლ; დღეს ღირს - 51,6ლ.
8. როცეფინი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 27,2ლ; დღეს ღირს - 28ლ.
9. ტრიპლიქსამი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 59,28ლ; დღეს ღირს - 69,2ლ.
10. ქსარელტო - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 196,1ლ; დღეს ღირს - 203,85ლ.

“საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი, ძირითადად, იმპორტზე დამოკიდებულია და, შესაბამისად, ყველანაირი ცვლილება ვალუტის კურსის ცვლილებაზეა დამოკიდებული. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ბაზარზეც აისახება. ამის მიუხედავად, ყოველთვის ვცდილობდით, რომ მომხმარებლისთვის რაც შეიძლება გვიან ასახულიყო ეს ყველაფერი, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვნად შეიცვალა ვალუტის კურსი და ყველა პროდუქტი გაძვირდა. ამ ტემპს, საბედნიეროდ, მედიკამენტების გაძვირება არ მიჰყვა. თვალნათელია, რომ მედიკამენტები ასე პირდაპირპროპორციულად არ გაძვირებულა, რაც ჩვენი ძალიან დიდი მცდელობის შედეგია და ეს მცირე ცვლილებები დამოკიდებულია იმაზე, რომ მუდმივად ვთანამშრომლობთ მომწოდებლებთან შემოსასვლელი ფასების ცვლილებაზე“, - განაცხადა ნათია ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება „ავერსს“, სააფთიაქო ქსელის ტოპ მოთხოვნადი მედიკამენტების ნუსხა და მთელი წლის განმავლობაში ფასთა დინამიკას ასეთია:

1. კორსიზი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 1,9ლ;
2. დეტრალექსი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 56,7ლ; დღეს ღირს - 64,2ლ.
3. ნო-შპა - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 17,6ლ; დღეს ღირს - 19,6ლ.
4. კარდიომაგნილი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 13,9ლ; დღეს ღირს - 14,8ლ.
5. ნიმესილი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 20,02ლ; დღეს ღირს - 22,2ლ.
6. ტრიპლიქსამი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 59,29ლ; დღეს ღირს - 69,2ლ.
7. ქსარელტო - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 225ლ; დღეს ღირს - 262,65ლ.
8. ამრადიპინი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 44,05ლ; დღეს ღირს - 46,75ლ.
9. სიოფორი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 10,41ლ; დღეს ღირს - 11,55ლ.
10. დიაბეტონი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 19,06ლ; დღეს ღირს - 22,25ლ.

“ავერსში” წამლებზე ფასნამატის რამდენიმე, ძირითად მიზეზს გამოყოფენ:

„თვითონ მომწოდებლებსაც უძვირდებათ ნედლეული, წარმოების ხარჯები ეზრდებათ და, შესაბამისად, უკვე გაძვირებული ფასებით გვთავაზობენ პროდუქციას, რაც თავისთავად აისახება ჩვენი სააფთიაქო ქსელის მედიკამენტების თვითღირებულებაზე - მათ უკვე გაზრდილი თვითღირებულებით ვიღებთ. მეორე, რაც შემიძლია, აღვნიშნო - ტრანსპორტირების ხარჯები საკმაოდ გაზრდილია, რაც ასევე აისახება ჩვენთვის მედიკამენტების თვითღირებულებაზე. ასევე, საყურადღებოა ლარის კურსის ცვლილებაც“, - განაცხადა „ავერსის” სააფთიაქო ქსელის მარკეტინგის დირექტორმა ქეთი მელაძემ.

დაბოლოს, „ჯიპისის“ ტოპ მოთხოვნადი სააფთიაქო პროდუქტების ღირებულება 2021 წლის 1 იანვრის და წლის ბოლოს არსებული მონაცემების მიხედვით ასეთია:

1. ნიმესილი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 0,67ლ; დღეს ღირს - 0,74ლ.
2. ნო-შპა - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 1,8ლ; დღეს ღირს - 1,96ლ.
3. შპრიცი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 0,16ლ; დღეს ღირს - 0,2ლ.
4. კორსიზი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 1,9ლ; დღეს ღირს - 1,97ლ.
5. ციტრამონი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 0,25ლ; დღეს ღირს - 0,3ლ.
6. კარდიომაგნილი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 1,39ლ; დღეს ღირს - 1,48ლ.
7. ტერაფლუ - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 2,62ლ; დღეს ღირს - 2,62ლ.
8. პირბადე - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 0,2ლ; დღეს ღირს - 0,2ლ.
9. ხელთათმანი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 0,85ლ; დღეს ღირს - 0,95ლ.
10. ლეიკოპლასტირი - 2021 წლის 1 იანვარს ღირდა 0,4ლ; დღეს ღირს - 0,45ლ.

„მოთხოვნადი ათი სააფთიაქო პროდუქტიდან რიგ დასახელებებზე მოხდა ფასის ცვლილება, რაც რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: ერთ-ერთი მომწოდებლის მხრიდან ნედლეულის ფასის გაძვირებაა, რაც, ბუნებრივია, ზრდის საქონლის თვითღირებულებას; ასევე, ეროვნული ვალუტის არასტაბილური კურსის პირობებში, მაღალ საკურსო პერიოდში შეძენილი მარაგების შემთხვევაში მოხდა ცვლილება, როგორიცაა, მაგალითად, სახარჯი მასალები. ბუნებრივია, ამ მარაგების ამოწურვისთანავე მოხდება ფასების კორექტირება. რაც შეეხება ქრონიკულ მედიკამენტებზე, რომელთა მარაგების შევსებაც, ასევე, მოგვიწია მაღალ საკურსო პერიოდში, დამატებით ვახორციელებთ ფასდაკლებებს და ამით ვცდილობთ, მომხმარებელს შევუნარჩუნოთ ძველი ფასი“, - განაცხადა „ჯიპისის“ მედიკამენტების კატეგორიის განყოფილების ხელმძღვანელმა ილონა ბენდელიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები