მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე?

63007b839efe9
გიორგი თოლორდავა
20.08.22 11:20
1356
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკის" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (BGEO) აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 14.72%-ით გაიზარდა; ხოლო გასულ თვესთან შედარებით ზრდის მაჩვენებელი +43%-ს შეადგენს. აღნიშნული ცვლილების შედეგად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1,015 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა.

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBCG) აქციების ღირებულება 8.48%-ით გაიზარდა; ხოლო ერთთვიან ჭრილში ზრდის მაჩვენებელი 52%-ს აღწევს. TBC PLC-ის საბაზრო ღირებულება ამჟამად 987 მილიონ გირვანქას შეადგენს.

"საქართველოს კაპიტალის" (CGEO) აქციების ფასი 2.27%-ით შემცირდა; გასულ თვესთან შედარებით კი ზრდა 10%-ია. Georgia Capital-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 314 მილიონს აღწევს.

წყარო - Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები