ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 13.35%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 24.20 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1 მილიარდ 189 მილიონ სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 68%-ია, ერთთვიან ჭრილში ზრდის მაჩვენებელი კი 22%-ს აღწევს.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 14.31%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 21.65 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ ამ მატების შედეგად 1 მილიარდ 194 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიაღწია. ბოლო სამ თვეში "თიბისის" აქციების ფასი 61%-ით გაიზარდა, ერთთვიან ჭრილში ზრდა კი 24%-ს აღწევს.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულების 1.11%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 6.35 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 295 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში კომპანიის აქციების ფასი 1.28%-ით გაიზარდა, ერთ თვეში ზრდის მაჩვენებელი კი 2.4%-ს შეადგენს.
წყარო - Galt & Taggart




























