მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული სტარტაპ-საზოგადოება - სანდრო კანდელაკის მოსაზრება

64c6c6f48354f
ალა ისპირიანი
31.07.23 00:05
323
Student Hunt-ის დამფუძნებელმა სანდრო კანდელაკმა „საქმიან დილაში“ ქართული სტარტაპ-საზოგადოების ცვლილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო შვიდ წელიწადში ადამიანების მიდგომა სტარტაპერობისადმი საგრძნობლად შეცვლილია, რადგან თუ ისინი აქამდე ბიზნესის დაწყებას ზედაპირულად უყურებდნენ, ახლა ისეთ დეტალებში ჩაღრმავებას ახერხებენ, რაც ინვესტორის დაინტერესებას იწვევს.

„2016-2017 წლებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიცვალა ის არის, რომ ყველა ახალგაზრდას სურვილი ჰქონდა ექვა, რომ სტარტაპს აკეთებდა და ეს პოპულარულ მიმართულებად ჩამოყალიბდა. განცდა გვქონდა, რომ მხოლოდ ზედა ნაწილს ვხედავდით, რომ სტარტაპერობა კარგია, მაგრამ შიგნით ეს პროცესი რისგან შედგება, გააზრებული არ იყო - რომ ეს ძალიან საპასუხისმგებლო, რთული და მძიმეა და მენტალურად რომ მზად უნდა იყო. უმეტესად გამოჩნდა ის რომ ტიპებს პრეზენტაცია ჰქონდათ ძალიან ლამაზი და საინტერესო, მაგრამ ფულს არავინ დებდა, ამაზე კითხვა ჩნდებოდა, ძალიან კარგი სტარტაპ იდეა მაქვს და ფულს რატომ არ დებენ?

პრობლემა ის იყო, რომ მარტო ზედაპირული ნაწილი ჰქონდათ მომზადებული. დღეს კი ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სტარტაპის კეთება. კარგად გვესმის რომ ინვესტორს სთავაზობ მძიმე და განუზომელ რისკს. ინვესტორთან, რომ მიდიხარ ამისთვის მზად უნდა იყო. რაღაც უნდა გქონდეს გაკეთებული, ნაწვალები, ნაშრომი უნდა გქონდეს, რომ ამ ნაშრომის შედეგი აჩვენო. აჩვენო, რომ სწორ გზაზე დგახარ. შესაბამისად დღეს და 2016 წელს რომ შეხედო ეგ განსხვავებაა მაშინ ტიპები უბრალოდ კარგი პრეზენტაციებით იყვნენ და ახლა ძალიან მაგრად ჩაიხედეს, ამიტომ ახლა ამიტომ არის გლობალური ინვესტორების ინტერესი“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, რამდენად აასწრაფა ეს მოვლენები ბოლო წლების რამდენიმე წარმატებულმა მაგალითმა - მან უპასუხა, რომ წარმატებული მაგალითების არსებობას აღნიშნულ პროგრესში უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს.

"ერთ-ერთმა ქართულმა სტარტაპმა, რომელიც დღეს ძალიან წარმატებულია ძალიან ბევრჯერ განიცადა მარცხი- ეს მარცხი საჯარო იყო და ეს კარგი მაგალითი იყო სხვებისთვის, რომ ცდას შედეგი მოჰყვება. ამ ადამიანებმა დაინახეს რომ ზედაპირულად არ უნდა უყურო, უნდა იშრომო იწვალო და სიღრმეებში ჩახვიდე, რომ დიდი შედეგი ნახო",-  განაცხადა სანდრო კანდელაკმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები